ვაფლის მილები??? ადრე...

ვაფლის მილები??? ადრე დავდე ვაფლის რეცეპტი მოხარშული შესქელებული რძის ( სგუშონი ) კრემით,მართალია გემრიელია ეს კრემი მაგრამ ჩემთვის ძალიან მსუყეა, ახლა მინდა გაგიზიაროთ სხვა კრემის რეცეპტი რომელიც უზომოდ უხდება,არის შედარებით მსუბუქი და არც გულს აგისუყებთ. კრემი- 300გრ რძე, 3კვერცხის გული, 30გრ სიმნდის სახამებელი,ვანილი,მწიკვი მარილი. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მოხარშეთ 3-5წუთი. რომ გაცივდება შეათქვიფეთ100- 150გრ ამოყვანილი ნაღები. +სგუშონი. სგუშონი დაამატეთ ის რაოდენობა,როგორი სიტკბოც გინდათ ქონდეს კრემს. სურვილისამებრ კრემის დოზებს გააორმაგებთ ან გაასამმაგებთ თუ ბევრი გინდათ. ვაფლი: 1კვერცხი,1ჯ შაქარი,0.5ჭ ზეთი,1ჭ წყალი,მარილი,ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს დასასხმელზე ოდნავ სქელი ცომი. P.S - ვაფლს გამოსაცხობად სჭირდება სპეციალური ვაფლიერა,მე შევიძინე ლილოში 40ლ. იყიდება ვაგზალზეც და ყველა ტექნიკის მაღაზიაში. გემრიელად მიირთვით???

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა