წყლის პრობლემა #Hondafit-ზე, გალოვკის...

წყლის პრობლემა #Hondafit-ზე, გალოვკის პრაგლატკა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მანქანაზე.

მოკლედ მანქანამ დაიწყო წყლის ადუღება, როდესაც აადუღებდა გავაჩერებდი მანქანას ვნახულობდი ვინტილატორები ჩართული იყო, რადიატორს შევამოწმებდი ანტიფრიზი აკლდა, დავამატებდი გავაგრძელებდი მოძრაობას იგივე პრობლემა, აციმციმდებოდა წყლის დაჩიკი შევამოწმებდი ისევ რადიატორს ანტიფრიზი ისევ აკლდა ხოლო აბრატნი ბაჩოკი მთლიანად სავსე იყოანტიფრიზს ღვრიდა ხოლო რადიატორში ისევ არ იყო ანტიფრიზი.

მივიყვანე ხელოსანთან და ხელოსანმა რადაიტორი არისო გახეთქილი უნდა შეიცვალოსო, დავაყენე ახალი რადიატორი, ერთი დღე იმუშავა ყველაფერმა ნორმალურად მეორე დღეს იგივე განმეორდა აანთო წყლის დაჩიკმა გავაჩერე მანქანა, წყალი ისევ დაღვრილია აბრატნი ბაჩოკიდან.

მივედი ისევ ხელოსანთან და ეხლა თერმოსტატის ბრალი იქნებაო, ისევ შევცვალე თერმოსტატი წამოვედი და იგივე პრობლემა ისევ, ხელოსანს რომ დაურეკე იგივე პრობლემა მაქვსო მირჩია რომ კარგ მატორისტს აჩვენე და შეამოწმებინე ეჭვი მაქვს რომ გალოვკის პრაკლატკა არისო დამწვარი ასევე რადიატორი CO-ზეც შეამოწმებინეო.

მივიყვანე ორ მატორისტთან იმკითხავეს ერთმა შეიძლება რადიატორის თავსახური არისო გაფუჭებული, წავედი ეგეც ვიყიდე და შედეგი არანაირი. წავედი რადიატორის ხელოსანთან შეამოწმა და ძრავში გაზი არის დაგროვილი და ამის გამო იქნება დამწვარი გალოვკის პრაკლატკა.

თუ ვინმეს გაქვთ იგივე პრობლემა გირჩევთ რომ პირველ რიგში შეამოწმოთ CO ზე რადიატორი, და გექნებათ კონკრეტული პასუხი და აღარ მოგიწევთ მკითხაობა და ზედმეტი ხარჯის გაწევა რაც ჩემ შემთხვევაში დამიჯდა

ახალი რადიატორის შეცვლა, ხელობა - 250 ლარი ანტიფრიზი - 45 ლარი (15 ლარი ღირს 1,5ლ სისტემაში 4,5ლ ჩადის დაახლოებით) რადიატორის თავსახური - 10 ლარი შემოწმება CO-ზე - 20 ლარი

ჯამში - 325 ლარი

პრობლემის მოგვარების ორი ვარიანტი არსებობს:

  1. შეცვალოთ გალოვკის პრაკლატკა რომელიც არის შემდეგ ხარჯებთან დაკავშირებული: ახალი გალოვკის პრაკლატკა - 120 ლარი (ავტობანმა ეგრე დამიფასა) შლიფოვკა - 30 ლარი ხელობა - 150 ლარი ანტიფრიზი - 45 ლარი ზეთი - 105 ლარი

ჯამში 450 ლარი

  1. ვარიანტი მეორე არის ძრავის შეცვლა ახალი ძრავი ხელობიანად - 350 ლარი ანტიფრიზი - 12 ლარი ძრავის ზეთი - 65 ლარი

ჯამში 427 ლარი

ვისაც ვესაუბრე ყველამ მირჩია ძრავის შეცვლა. შესაბამისად დაუჯერე ჩემზე გამოცდილ ადამიანებს და შევცვალე ძრავი კარგ ადამიანებთან როლებიც არიან თავის საქმის პროფესიონალები და აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, მადლობა ამ ხალხს misho4802 guram24 ზუსტად 3 საათში ამოიღეს ძრავი, ჩასვეს ახალი ძრავი ამუშავდა ყველაფერი იდეალურად.

P.S. ამ პოსტს ვწერ იმისთვის რომ თუ ვინმეს ამ ჯგუფში მსგავსი პრობლემა ექნება მიიღებს ინფორმაციას და ეცოდინება ზუსტად როგორ მოიქცეს. ასევე ბევრი ადამიანი იღებს ამ ჯგუფიდან ინფორმაციას სხვადასხვა პრობლემებზე რაც ფიტებს აქვთ და თუ ვინმე რაიმე პრობლემას წერთ იქნებ როგორ მოაგავრეთ ისიც დაწეროთ, ასევე რამოდენიმე ადამიანს ქონდა აქ პრობლემა მსგავსი და მათთანაც მომიწია დაკონტაქტება და მადლობა მათ დახმარებისთვის ale791, ,

მიზეზი თუ რატომ შეიძლება დამწვარიყო პრაკლატკა ვერ გავარკვიე თუმცა რუსულ საიტებზე მოვიძიე ინფორმაცია სადაც არის აღწერილი დეტალურად რა შეიძლება გახდეს მიზეზი პრაკლატკის დაწვის

http://znanieavto.ru/dvs/progorela-prokladka-gbc.html

https://etlib.ru/blog/575-probilo-prokladku-gbts---kak-uznat

#წყალსადუღებს #აბრატნიბაჩოკიდანიქცევაანტიფრიზირისიბრალია #გალოვკისპრაკლატკა #praklatkisshecvla #dzravisshecvla #sadshevcvalodzravi, #radamijdebadzavisshecvla

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა