ცნობილი ნაყინი დიანას ფხვნილით...რამდენიც მქონდა მასალა და როგორც გავაკეთე იმას დაგიწერთ...200(300)-გრ დიანას ფხვნილი,650-750მლ რძე,2 პაჩკა ვანილი და 1 ც შედედებული რძე(სგუშონი თეთრი).ვისაც შოკოლადის გემოთი გიყვართ გაურიეთ კაკაო(მე ვარაუდით ჩავაყარე),მარწყვისას მარწყვის სეროფი დაუმატეთ. ესეიგი დიანას ფხვნილს დავასხათ გადადუღებული და კარგად გაციებული მაცივრის რძე,ვთქვიფოთ მიქსერით 12-15 წთ.შემდეგ ჩავაყაროთ ვანილი და სგუშონი ჩავასხათ ნელ ნელა,ვთქვიფოთ ისევ 12-15 წთ და გადავანაწილოთ შესანახად ყუთებში.კაკაოთი ვისაც გიყვართ სულ ბოლოს სანამ ყუთებში გადაიტანთ მანამდე შეურიეთ და 5 წთ კიდე გათქვიფეთ მიქსერით.ძალიან გემრიელია და დამერწმუნეთ რომ მაღაზიაში აღარც იყიდით ნაყინს.ფანტაზია შეგიძლიათ მოიშველიოთ.ვისაც გიყვართ ქიშმიში და ნიგოზი სულ ბოლოს დაამატეთ და კოვზით შეურიეთ.წარმატებები?? P.S. ვანილის ნაყინი შვილმა ამომიჭამა სანამ ფოტო გადავიღეე??დიანას ფხვნილის ფოტო კომენტარებში ნახეთ...