წაიკითხეთ მოქალაქეებო, ეს არის თქვენი ქვეყანა -მოკლედ და კონკრეტულად
ამ გზათგასაყარზე სადაც საქართველოა არაფერი ხდება ახალი, ერთი იმპერია ცდილობს ჩვენი ქვეყანა მეორეს გამოგლიჯოს ხელიდან, რადგან საქართველოს ტრადიციულად სტრატეგიული ტერიტორია უჭირავს, კავკასიის მთავარ სახელმწიფოს წარმოადგენს და ამიტომაც მისი გაკონტროლებით დომინანტ იმპერიას საშუალება ეძლევა მთელ კავკასიაზე იქონიოს გავლენა--- ესეც დრომ გამოცადა.
ამის გამო ცდილობდა საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამორჩილებას ყველა დიდი თუ საშუალო დამპყრობელი. ჩვენი ქვეყნის მძიმე ხვედრს ისიც ართულებდა, რომ მეშვიდე საუკუნიდან მეთხუთმეტე საუკუნემდე ჩვენ საზღვრებს პირდაპირ მოებჯინა თვალუწვდენელი ისლამური სამყარო. ხოლო მეთხუთმეტე საუკუნიდან საქართველო როგორც ქრისტიანული სახელმწიფოებრივი კულტურა მთლიანად გარშემორტყმული აღმოჩნდა მაჰმადიანური იმპერიებით, სახელმწიფოებით და ხალხებით. მას შემდეგ ჩვენი სამეფო სამთავროებად დაშლილ და ძველი ტრადიციისამებრ სამხედრო ყაიდაზე მდგარი ქვეყნის წინაშე სამასი წლის განმავლობაში მუდმივად იდგა არჩევანი-- ან უნდა გავთქვეფილიყავით ჩვენდამი მტრულად განწყობილ ისლამურ სამყაროში, ან უნდა გვებრძოლა თვითგადარჩენის რეჟიმში.
ასეთმა სამასმა წელიწადმა დაგვაკავშირა რუსეთთან. თვითგადარჩენისთვის მეომარი საქართველო რუსში ერთმორწმუნე მოკავშირეს ხედავდა და ცდილობდა კავკასიაში გაბატონებული ოსმალეთის და ირანის წინააღმდეგ გამოეყენებინა ჯერ კიდევ უცნობი რუსული ინტერესები. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო იმ სამასი წლის მანძილზე, ორი მაჰმადიანური იმპერიისგან გავლენის სფეროებად გაყოფილი, შეუჩერებლად იბრძოდა თავისი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და ძირითადად უმოკავშირეოდ გაქონდა თავი. ევროპა შორს იყო და მიუხედავად ცალკეული რელიგიური ინტერესებისა, ევროპელები ნაკლებად განიხილავდნენ შორს, მაჰმადიანურ გარემოცვაში ჩავარდნილ ქრისტიანობის კუნძულს მათი მფარველობის ობიექტად. მარტივი მიზეზის გამო-სტრატეგიულად და სავაჭროდ მიმზიდველ ურთიერთობებს აზიის დიდ იმპერატორებთან არავინ გაიფუჭებდა ჩიხში მოქცეული საქართველოს გულისთვის.
ასე შეგვრჩა ერთადერთი მოკავშირე რუსეთის სახით, რომელიც თანდათან ძალას იკრებდა და საბოლოოდ იმპერიად გადაქცეული თავისი ინტერესებით ჩამოდგა კავკასიაში. ბოლო მოუღო ბაგრატიონთა დინასტიის მეფობას და საქართველო, მიუხედავად გაუთავებელი აჯანყებებისა ორ გუბერნიად გაყო და ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობაც გააუქმა. საუკუნეები აზიურ გარემოში მცხოვრები ქართველები, ახლა მათთვის საერთოდ უცხო რუსულ სამყაროში მოხვდნენ და დაიწყო ქართული კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, რომელიც ორასი წელი გაგრძელდა. შუალედში დამოუკიდებლობის სამიოდე წლით.
აი ასეთი ნატანჯი ქვეყანა ჩაიბარეს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდე დასავლეთელმა,,პარტნიოერებმა,, და თუ რამე გვქონდა შენარჩუნებული ჩვენი მდიდარი კულტურიდან, უმძიმეს საუკუნეებში გამოტარებული და საკმაოდ მაღალ ხარისხში აყვანილი ცხვირწინ გვინადგურებს აგერ უკვე 27 წელია, 27 წელია ინგრევა ქართული იდენტობა, მაგრამ ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით თვითგადარჩენისთვის ბრძოლას მე აქ ვერ ვხედავ. გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ი თ
გურამ ქართველიშვილი