შუადღე მშვიდობისაა?? ხინკლუნიებით...

შუადღე მშვიდობისაა?? ხინკლუნიებით შემოგირბინეთ ხორცის და კარტოფილის? ცოტა მერიდება რეცეპტის დაწერა,აქ ხომ ყველა უმაგრესი კულინარები ხართ,მაგრამ წესს არ დავარღვევ? მოვზილე მაგარი ცომი ორი კილო ფქვილით მარილით და ცივი წყლით,დავასვენე ცოტა ხნით მაცივარში. ფარში გამოვიყენე შერეულ(ძროხის და ღორის ხორცი)ეს უფრო მეგემრიელება,დავუმატე გატარებული ხახვი,დაღერღილი წითელი წიწაკა,გატარებული ქინძის მხოლოდ ღეროებიი(დედიკოსგან ვისწავლე ასე)ცოტა ძირა და მარილი გემოვნებით,გავათხელე ცივი წყლით სასურველ სისქემდე.როდესაც ხორცის ხინკალს ვკრავ ცომს ვათავსებ ცოტა ღრმა ლამბაქზე,ასე წვენი არ გამომდის გარეთ ცომიდან. გარეცხილ გასუფთავებულ კარტოფილს დავჭრი ცოტა მსხვილად ჩავუმატებ წვრილად დაჭრილ ხახვს,დავასხავ ცოტა წყალს და დავდგავ მოსახარშად,წყალს რომ დაიშრობს(თუ ცოტა მაინცაა გადავწურავ ხოლმეე) და კარგად მოიხარშება ამოვზელ დავუმატებ მარილს და პილპილს გემოვნებით,კარაქი სურვილისამებრ სამარხვო ან არასამარხვო(ამ შემთხვევაში დაჩა გამოვიყენე) გაამოოთ???

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა