შოკოლადის ტორტი მე ასე...

შოკოლადის ტორტი

მე ასე ვეძახი, სხვა სახელი თუ აქვს არ ვიცი. უგემრიელესიაა

ბისკვიტისთვის დაგვჭირდება: 10 ც კვერცხი, 10 ს/კ შაქარი, 4 ს/კ თაფლი (უმჯობესია წაბლის), სოდა/ლიმონის წვენით, 4 ს/კ კაკაო და 10 ს/კ ფქვილი, მწიკვი მარილი. ვაცხობთ 2 ბისკვიტს 26-28 სმ დიამეტრის ფორმაში.

კრემისთვის: 2 ც მოხარშული შედედებული რძის ქილა, 150-170 გ კარაქი, 3 ს/კ კაკაო.

დასანამად: უნალექო ყავა 3 ჩ/კ, შაქარი 4-5 ჩ/კ, 400 მლ წყალი + კონიაკი.

5 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ + 5 ს.კ შაქარი+ 5 კვერცხის გული+თაფლი+სოდა/ლიმონ.წვ+კაკაო და ფქვილი. ვაცხობთ 150 გრადუსზე (როგორც ჩვეულებრივ ბისკვიტს აცხობთ თქვენს ქურაში) დაახლოებით 30-40 წთ. მეორე ბისკვიტიც იგივენაირად გამოვაცხოთ. კრემი: სქელძირიან ქვაბში ჩავუშვათ 2 მოხარშული შედედებული რძე+ოთახის ტემპერატურის კარაქი+კაკაო კარგად ამოურიოთ და დავდგათ საშუალოზე ცოტა დაბალ ცეცხლზე. მუდმივად ვურიოთ, სანამ, კარგად ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გადმოვდგათ და ცხელივე დავასხათ უკვე კარგად დანამულ ბისკვიტებს, შუაშიც და ზემოდანაც.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა