სამარხო მედოკი მოგართვით...

სამარხო მედოკი მოგართვით ქეთინო ქარელის რეცეპტის მიხედვით,, იმის მიუხედავად რომ არ ვარ მარხვაზე გადავწყვიტე მისი მომზადება, თან გუშინ ნინო მახარძემ ისეთი ფოტოები დადო ამ ნაცხვრის რომ... ვაკოპირებ რეცეპტს:2 ჭ შაქარი, 4 სკ თაფლი და 1 ჭ( 200 გრ) წყალი, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, თან სულ ვურიოთ შაქრის გადნობამდე, მასა უნდა შეცხელდეს, შემდეგ დავაყაროთ 1,5 ჩკ სოდა ( არა გამაფხვიერებელი), რამდენიმე წამით კიდევ მოვურიოთ და დავასხათ ზეთი 200 გრამი, კიდევ მოვურიოთ და გადმოვდგათ ორთქლის აბაზანიდან. თბილ თბილსვე დავაყაროთ 900 გრამამდე(შეიძლება ცოტა მეტიც დასჭირდეს), მოვზილოთ ძალიან ფაფუკი ცომი, ხელზე თითქმის, რომ აღარ გვეკრობა ისეთი. გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში, ყველაზე ცოტა 3 საათი, ან მთელი ღამე. მერე გავყოთ 4-5 ნაწილად, გავაბრტყელოთ და გამოვაცხვოთ.. ცხვება ძალიან მალე, თითქმის 6-7 წუთში, თითოეული. )))) კრემი წყალზე ერთი ლიტრ წყალში გავხსენი 2ჭიქა ფქვილი 2ჭიქა შაქარი კარგად რო გაიხნა შემოვდგი ცეცხლზე განუწყვეტლივ მოურიოდ როცა შესქელდება ფქვილის სუნი აღარ ექნება გადმოდგათ შევაგრილოდ მოხარშული ფაფა და სამარხვო კარაქი( მე"პრეზიდენტი'გამოვიყენე). 300 გრ შევათქვიფოთ გემრიელია, ძნელად გაარჩევთ, კვერცხიანისაგან, კრემის წასმის შემდეგ, 4-5 საათი უნდა დააცადოთ. ძალიან ფაფუკია, რომ იტყვიან პირში დნება თავზე მოვაყარე თავისი ნაფშვნები.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა