რეადმისიის ხარჯი თავად...

რეადმისიის ხარჯი თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისრება. ამ ინიციატივას საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში დააკანონებს. რა ბედი ელის ათეულობით ათას ემიგრანტს, რომელიც ამავე მთავრობის მიერ შექმნილ გაუსაძლის და აუტანელ მდგომარეობას გამოექცა? რა სახსრებით გადაიხდიან სანქციებით დაკისრებულ გადასახადს ადამიანები, რომელთა უმრავლესობამ უკანასკნელი კაპიკი დახარჯა წარმოშობის ქვეყნიდან გამოსაღწევად? იმის მაგივრად რომ სახელმწიფომ აიღოს კეთილშობილური მისია ემიგრანტების რეინტეგრაციისთვის, ის მზად არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანები საკუთარი ხელით მოგუდოს და არსებობის უფლება წაართვას. რა პერსპექტივა ელოდება ადამიანს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდება, როცა ხელისუფლება მათ ვერ სთავაზობს შრომით დასაქმებას და სოციალურ დაცვას? როგორ, რა სახსრებით უნდა გადაიხადონ მათ, სავარაუდოდ 2500 -3000 € და თუ ვერ გადაიხდიან რა ბედი ელით მათ? როგორც ცნობილი ხდება, დაუყადაღდებათ ის ქონება, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა გაყიდვას. ფაქტია, ხელისუფლებამ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების ყველა დებულება უნდა შეასრულოს, მაგრამ არა საკუთარ ხალხზე წნეხის დადებით. დღემდე მათი უნიათობის მიზეზით უმნიშვნელო ნაბიჯიც კი არ გადადგმულა შრომითი მიგრაციის წასახალისებლად. არ გატარებულა არანაირი პრევენციული სამუშაოები.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა