პოლროფსონი... მასალა: 4 კვერცხი, 3 ჭიქა შაქარი, 4 ჭიქა ფქვილი, ნახევარი პაჩკა კაკაო(დიდი პაჩკის) 6 სფკ კარაქი(გავადნოთ) 05 ლტ მაწონი ვანილი,სოდა,ძმარი. მომზადება:გავაკეთოთ გოგლი-მოგლი,ჩავასხათ გამდნარი კარაქი(არა ცხელი) და ვურიოთ,ჩავასხათ მაწონი სოდა-ძმრით,დავამატოთ ვანილი და თან ვურევთ.კარგად რომ გავთქვეფავთ დავამატოთ კაკაო,შემდეგ ნელ-ნელა ჩავამატოთ ფქვილი..ცომი გავყოთ 2 ნაწილად,დავასხათ კალკის ქაღალდზე და გამოვაცხოთ.ფირფიტებს გვერდები ჩამოვაჭრათ,დავფხვნათ და ბოლოს თავზე წასმულ კრემს მოვაყაროთ.კრემს ვაკეთებთ სგუშონით და კარგად წავუსმევთ ჯერ ერთ ფენას და შემდეგ მეორე ფენას ზევიდან.. კრემი-მოხარშულ 2 სგუშონს(შესქელებული რძე) შევათქვიფოთ 150 გრამი კარაქი და ვანილი...გემრიელად მიირთვით... მეგობრებო ეს რეცეპტი დედაჩემის რეცეპტებიდანაა,ჩემი ბავშვობის დროინდელია.ფოტო არ მქონდა და ინტერნეტიდან გადმოვიტანე.საძიებოში ჩვენთან ვერ ვნახე რეცეპტი,მხოლოდ 1 რეცეპტი იყო,ამიტომ მეც დავწერე.შეიძლება ბევრიც დევს მაგრამ როცა დასათაურებული არ არის თქვენი რეცეპტები,საძიებოში არ იძებნებაა...წარმატებები?❤️ P.S. მეგობრებო მე რომ გამოვაცხე 2 სგუშონი გამოვიყენე,ვისაც მეტი კრემით გიყვართ.ზევითაც ჩავასწორე 1 მეწერა?