ნეტავ, რომელი ვარ მე...

ნეტავ, რომელი ვარ მე?! ? ნეტავ, რომელი ხარ შენ?! ?


ადამიანი, მეორესთვის, სახატავი საშუალებაა. ამგვარად, არსებობენ ადამიანი - საღებავები: ადამიანი-ფანქარი: ეფექტურები, თუმცა, ნახშირის და ისინი აუცილებლად დაგსვრიან, ხატვისას თუ არა, წაშლის დროს მაინც (ფერადებთან მეტი სიფრთხილეა საჭირო). . ადამიანი-ცარცი: განსაკუთრებულები. ისეთი, ყველასთან რომ ვერ მოდის ჰარმონიაში და მხოლოდ სპეციალური ფურცელი სჭირდება. . ადამიანი-აკვარელი: ის, ვინც არასოდეს იშლება. ის, ვინც სველ კვალს ტოვებს და არ იშლება. შეგიძლია სხვა ტონი დაადო ზემოდან, მაგრამ მაინც მუდამ გაგახსენებს თავს, მუდამ, სანამ ნახატი იცოცხლებს. . ადამიანი-ზეთი: ასეთები ყველაზე ადვილად იშლებიან და იფარებიან. . ადამიანი-პასტელი: რბილი და ჰაეროვნები, გიხარია მათი ყურება. თუმცა, დიდხანს ვერ ძლებენ. . ადამიანი-აკრილი: ასეთები ყველაფრისთვის მზად არიან და ყველგან შეუძლიათ თავის გატანა. . არსებობენ ისეთი საღებავებიც, რომ გინდა გაშიშვლდე და მთლიანად ამოითხვარო მათში. სხეულის და სულის თითოეული წერტილით შეიგრძნო ისინი - ასეთებს არ ვიცი რა ქვია. ასეთები ყველასთვის სხვადასხვა სახელს ატარებენ. . ადამიანი-ტუში (ან რაპიტოგრაფი): ასეთები საჯღაბნად და შემავსებლებად, ეფექტების შესამატებლად გამოდგება, თავისუფალ დროს.


ნებისმიერი ტიპის შეიძლება აღმოჩნდე. ვერ დაიმალები. ვერ დავიმალები. ვერავინ დაემალება საკუთარ ბუნებას. ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც სრულიად გაგამჟღავნებს, შემოგიძვრება შინაგანში, აგაწიოკებს და ყოფას გიტირებს.

/ირაკლი ჭიკაიძე/

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა