-- ნაკადულიდან ოკენემდე...

-- ნაკადულიდან ოკენემდე -- ..... -- არა ძმაო, არა, არ არის ჩვენი სშველი, არა! -- ოჰ!.. რას ამბობ შე კაცო, ეგ რამ გათქმევინა, უსაშველო და უიმედო, ჩვენს მტერს!.. ეგ, აღარ სთქვა მეორედ, თუ ღმერთი გწამს! -- რა აღარა ვთქვა შე კაი ადამიანო, განა, შენ კი ვერა ჰხედავ რას დავემსგავსეთ?.. სადცაა ცოცხლად შევჭამთ ურთიერთს, ასე გაბოროტებული და ასე გაავებული ხალხის საშველი, საიდან და როგორ დადგება?.. ჯერ, ისაა საკითხავი, რა შეაჩერებს ამ აზვთებულ სიავეს, მერე, რა დაამშვიდებს და მერე კიდევ, -- რა მოიყვანს გონებაზე ამ ხალხს?.. ამას, ვერ ხედავ შენ, თუ არ გინდა, რომ დაინახო?.. -- ვხედავ, ვხედავ და უფრო მეტის თქმა და უფრო მეტის ჩამოთვლაც კი შეიძლება, ვიდრე შენ ახსენი... -- მერე?. არ თქვაო, რომ მაჩუმებ და პირზე ხელს მაფარებ, თურმე, უფრო ცუდად ყოფილა საქმე და... -- ცუდად რომ არის საქმე, მეც ვხედავ - თქო... საშველი არ არისო, რომ ამბობ -- ეგ არ თქვა მეტად, ამას გეუბნები. -- ღმერთო ნუ გადამრევ!.. რას ამბობ ახლა...საშველი არის და ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ამ სიგიჟეებსა და ამ ვაკხანალიას?.. -- დიახ, ზუსტად ეგრეა... -- გადამრევს ეს კაცი!.. თქვი მერე შე კაცო, რა საშველია ასეთი, ამ დაღუპვის პირას მყოფ ხალხს, რომ დაამშვიდებს, გამოაფხიზლებს და გააბედნიერებს? -- ეს საშველი, როგორი და რანაირია, ნათქვამიც არის, ახნილიც და განმარტებულიც!.. არ უნდა ამ ხალხს, მოსმენა და გაცნობიერება თორემ, სამ ათეულ წელზე მეტია, ელოდება ეს '' საშველი '' -- ქართველობას...

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა