მრავალპარტიულობა, არ მომწონს...

მრავალპარტიულობა, არ მომწონს! უფრო მეტს გეტყვით! პარტია, ორიც რომ იყოს ქვეყანაში (სხვათა შორის, ეს თემაც განხილული მაქვს და არა ერთჯერ!), აუცილებლად, რამე იდეალები, ექნებათ გაწსხვავებული (წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც გაერთიანდებოდნენ!) და ამ განსხვავებული იდეებით პაექრობენ ერთმანეთში, აქედან კი რა გამოდის? ალბად, ადვილად მიხვდებით?! მათი დევიზი, იმ იდეების განხორციელებაა ცხოვრებაში მთავარი და არა, ქვეყნის საერთო ინტერესი და გეზი! რაც ქვეყნის განვითარებას, წინ კი არა უკან სწევს!!! ჩ. ა. პარტია და მით უმეტეს პარტიები, საერთოდ გასაუქმებელია! საზოგადოებიდან დასახელდეს, სახელმწიფო სათავეში მომსახურე (ხაზს ვუსვამ მომსახურე და არა ბატონ-პატრონი!)რამოდენიმე: ღვთისმოშიში და ღვთისნიერი, ნასწავლი და პატიოსანი, პატრიოტი და ერისკაცი, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები და დაევალოს სახელმწიფოს მართვა ხალხისაგან! ხოლო ხალხი, იყოს მუდამ ფხიზლად ოპოზიციონერი! მორჩა არ უნდა ამას ბევრი იწილო-ბიწილო! დაახლოებით, ან შეიძლება ზუსტადაც, შეესაბამება ჩემი ეს შეხედულება საერო-სამზეოს და ერთი პერიოდი მეც, ზურა გოგრიჭიანთან და ქრისტინა ახალაიასთან ერთად ვქადაგებდი, ჩემს ყველა პოსტებში და ლექსებში, ბ.ნი შალვა კაჭარავას იდეების მიხედვით, დედა ენის, როგორც ძირძველი ენის, საფუძვლების შესასწავლად და მისი ცხოვრებაში განსახორციებლად გაერთიანებას! როდესაც ერთერთი შეხვედრა მოვაწყვეთ თბილისში, მე მოვიწვიე ბ.ნი შ. კაჭარავა ჩვენს შეკრებაზე რომ, უფრო ვრცლად აეხსნა რა საიდუმლოებანია დამალული ძირძველ, ქართულ, დედა ენაში?! მაგრამ რა? პირველ რიგში, მოსმენის კულტურა! (ამ თემას, აღარ გავაგრძელებ...) იმ დღევანდელი, ჩვენი შეხვედრით, ან ბ.ნმა შალვამ ვერ გადმოგვცა (ცოტა შეუძლოდაც იყო...) თუ, ვერ მოასწრო იმ საიდუმლოებების ახსნა და ბოლო ჯამში, მეც და ჩემი იქ მყოფი მეგობრებიც, დავრჩით ამ საკითხში გაუნათლებელნი! რასაც ჯერ ჩემგან, ზურა გოგრიჭიანზე გაბრაზება მოჰყვა რომ, მაინცა და მაინც იმ დღეს არ მობრძანდა, მერე მისგან ჩემდამი წყენაც შევამჩნიე, თუმცა, ერთმანეთისთვის დედა კი არ გვიგინებია და არც ერთი ცუდი სიტყვა არ გვიკადრებია ( ბოლო-ბოლო შევხვდებით და შევრიგდებით! აქ ეს არაა მთავარი!)! მე, ქ.ბ.ნ ნინო ივერიელის შემოთავაზებულ "ძლევაი საკვირველ"-ზეც ვფიქრობ მარა, აქაც ბოლომდე დაუხვეწელობას ვაწყდები! რაც შეეხება ფორუმს?! მაგის მოწყობა და ორგანიზება კი შეიძლება მაგრამ, ჯერ ერთი, ისევ მოსმენის კულტურა!!! იმ, მეცნიერებათა აკადემიაში, მეც კი ზოგიერთებთან ერთად, წამოვიყვირე ერთი-ორი ფრაზა, როდესაც ჩავთვალე რომ, მეტისმეტად, არასწორად საუბრობდა, რომელიმე სიტყვაში გამომსვლელი! ეს იყო მეცნიერებთა აკადემია! ტვინების და ღვაწლმოხდილი ადამიანების შეკრება! ეხლა, წარმოიდგინეთ 10 და 15, ან შეიძლება მეტი მიმართულების მქონე ადამიათა, თუნდაც ორ-ორი წარმომადგენლის ერთად შეკრება??? ხომ დავჭამეთ ერთმანეთი??? დამიჯერეთ: ყველაზე კარგი საშუალება, ეს ეშმაკის მანქანაა რომ, რამე ერთ აზრზე შევჯერდეთ! სხვადასხვა მიმართულების ქართველებს, ხომ ერთი, სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს?! უბრალოდ, მეტი აგიტაცია გავუწიოთ საზოგადოებას რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, მეტი აზრი გამოვთქვათ, ყველას აზრი წავიკითხოთ და ჩვენი შეხედულებით შევაფასოთ, აქვე მოყვანილი სმაილიკები ჰქვია თუ რა ჯანდაბაა, არც ვიცი სწორი სახელი, ჩვენ თვითონ ვნახავთ, ვისი აზრიც უფრო მეტ მოწონებას დაიმსახურებს, ისევე ჩვენგან! უმეტესობას მივყვეთ ის დარჩენილი უმცირესობა და გავალთ სწორ ხაზზე ამ ლაბირინთიდან! მტერთან საბრძოლველად, მტრის იარაღი უნდა გამოვიყენოთ!!! აქ დროც მეტია სივრცეც და საშუალებაც! ნუ დავიზარებთ კითხვას და წერას!!!

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა