მოგესალმებით. შუ და ეკლერი...

მოგესალმებით. შუ და ეკლერი მოგართვით.

მასალა ცომისთვის: იგულისხნება 250გრ ჭიქა ყველგან. 2ჭ. წყალი 2ჭ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი 250გრ. მარგარინი ონა 9-10 კვერცხი 1ვანილი მწიკვი მარილი

მასალა მოხარშული კრემისთვის: (1პორცია) 3.5 ჩ.ჭ რძე 1.5ჩ.ჭ შაქარი 1ჩ.ჭ კარგი სავსე ფქვილი 1 ვანილი 250გრ კარაქი

მასალა შოკოლადისთვის: 5-6ს.კ შაქარი 5ს.კ წყალი 50გრ. კარაქი 2-3ს.კ კაკაო 1ვანილი

ცომის მომზადება: წყალი, მარგარინი და მწიკვი მარილი დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. დავამატოთ ფქვილი და ვშუშოთ დაბალ პარზე 5 წუთი, გადმოვდგათ, ცხელშივე დავამატოთ სათითაოდ კვერცხი და ვანილი. პერგამენტის ქაღალდდაფენილ საცხობ დაფაზე (ამჯერად არ მქონდა) (უნდა იყოს ცივი) დავსვათ კოვზით ან ფორმით მასა და შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც აიწევა, დაიბერება და ოდნავ ფერს შეიცვლის, დაუწიოთ დაბალზე რომ კარგად გამოუშრეს გული.

კრემის მომზადება: ფქვილი და შაქარი აურიოთ მშრალად კარგად, დავასხათ თბილი რძე და მოვხარშოთ კრემი, გავაციოთ, შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი.

შოკოლადის მომზადება: კარაქი, კაკაო, შაქარი, წყალი და ვანილი მივიყვანოთ ადუღებამდე ერთ ორ ბუშტულას რომ წამოიღებს გადმოვდგათ და ცხელივე წაუსვათ ეკლერებს.

ამ მასალით საკმაოდ ბევრი გამოდის, დაახლოებით ამ ზომებით 50-53 ცალი. შეგიძლიათ მასა გაყოთ.

კრემი ამ მასისთვის დამჭირდა თითქმის 2 პორცია. (ბევრი მიყვარს კრემი)

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა