მოგესალმებით ყველას, პასკები...

მოგესალმებით ყველას, პასკები მოგართვით, უკვე მერამდენე წელია მათ თამრიკო კიკაბიძის რეცეპტით ვაცხობ, მცირეოდენი ცვლილები შევიტანე, ამიტომ დავწერ ზუსტად ისე, როგორც მე მოვამზადე. 12 კვერცხი 1.400 შაქარი 3 კგ.ფქვილი 6 სუფ.კოვზი საფუარი 1 ლიტრი რძე 250 გრამი მარგარინი 250 გრამი კარაქი.1ჩაისკოვზი, ილი, დარიჩინი, და მუსკატის კაკალი,250გ, კარქი, 250გ, მარგარინი,ლიმნის და ფორთოხლის გახეხილი კანი,ვანილი -4ცალი, 1 ჭიქა ზეთი და 700 გრამი ქიშმიში და ფერადი ცუკატები( ანუ ორივე ერთად,, ცხობის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ცუკატებს და ქიშმიშს ვათავსებ ჯამში და ვასხამ( ისე რომ დაიფაროს) ჩემს მიერ მომზადებულ ლიმონჩელოს, მერე მათ ვაშრობ და ბოლოს ფქვილში ამოვავლებ, ცომში დასამატებლად,ერთი კვირით ადრე კი, ნახევარ ჭიქა ზეთში ვათავსებ ფორთოხლის კანს-გახეხილს.მომზადება-ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გავხსენი საფუარი 6 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დავუმატე რომ კარგად აფუვდეს. მეორე ნახევარი გავყავი და ცხელ თბილ რძეში გავხსენი კარაქი,მარგარინი, ნახევარი ჭიქა ზეთი.ნაწილში კი-სანელებლები და თავი დავახურე,შემდეგ- 12 კვერცხის ცილა კარგად ამოვიყვანე,,დავუმატე 12 სუფრის კოვზი შაქარი,მწიკვი მარილი,ცალკე კვ, გულებისდა დარჩენილი საქრისგან გავაკეთე კარგი გოგლიმოგლი, და დავუმატე ბეზე, და სუნელებიანი რძე,კარგად ავურიე და შევაზილე კვერციანი მასა,კარგად ავურიე,დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი(ფორთოხლიანი) და კარგად მოვზილე ცომი. ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.მოვზილე,, შევფუთე მთელი ღამე.დილას ჩავზილე და დავუმატე ქიშმიში, ცუკატები, ლიმნის და ფორთოხის ცედრა, ვანილი,,. გადავიტანე ფორმებში და ისევ ვაჩერებ მათ 4-5 საათი,რომ ამოვიდა, გადავუსვი კვ, გულის და არაჟნის ნაზავი, მერე ვათავსე გახურებულ ღუმელში160გრადუსზე,, 2 პორიცა გამოავაცხვე,, ფოტოებზე მათი არასრული რაოდენობაა, უკვე დავარიგე,,,, წანასწარ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწუალს, მრავალს დაესწარით!

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა