მოგესალმებით ყველას, მოგართვით...

მოგესალმებით ყველას, მოგართვით "ტრობოჩკები" ხილთან და ყავასთან ერთად.ფენოვანი ცომი მოვამზადე;1 ცალი კვერცხი; 250 მლ. წყალი; 1 ს/კ არაყი; 1 ს/კ ძმარი; 1 ს/კ ზეთი; მწიკვი მარილი; 4 ჭიქა ფქვილი(მაღალი ხარისხის; 2 შეკვრა მარგარინი. მომზადების წესი: ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები,მარგარინის გარდა, მოვათავსოთ თასზე და მოვზილოთ ცომი, კარგად დავამუშაოთ ხელით,ისე რომ ელასტიური მასა მივიღოთ.ცომს 30 წუთი დავასვენებთ(მაცივარში არა), და მოვამზადოთ მარგარინის ( კარაქის) გულსართი.მარგარინის შევურით იმდენი ფქვილი რომ მასა შეიკრას,მოვამრგვალოთ და მოვათავსოთ მაცივარში ნახევარი საათით,გამოვიგებთ დ აჩავდებთ გაბრტყელებული ცომის შუაში, გვერდებს შემოვუკეცავთ კარგად კონვერტივით, და ისევ მაცივარში მოვათავსებთ 30წუთი, ასე გავიმეორებთ 3-ჯერ,ბოლოს ერთი საათი გავაჩერებთ მავიცარში დ ა ცომი მზადაა. კრემი-ნაღები ავთქვიფე შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად,დავუმატე ცოტა მარწყვის არომატის მქონე ვარდისფერი კრემის ფხვნილი.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა