მოგესალმებით ყველას...

მოგესალმებით ყველას. როგორ მოვამზადოთ ქათამი კაჭატორი ღომით. ჩემი ვიდეო რეცეპტი იხილეთ აქ:

კაჭატორი იტალიური სიტყვაა და ნიშნავს მონადირის სტილში დამზადებულ ქათამს. იტალიელებს ასევე აქვთ ღომის მსგავსი კერძი, რომელსაც პოლენტა ქვია და ძალიან პოპულარულია. ტრადიციულად იტალიელები კაჭატორეს ამზადებენ ან ქათმით ან კურდღლით. მასალა: 1 მთლიანი ქათამი, 1 სტაფილო, 2-3 ღერო ნიახური, 1 საშუალო ზომის სახვი, 2 კბილი ნიორი, ¼ ჭიქა ზეთისხილი, 1 ½ ჭიქა სოკო, ¼ მშრალი თეთრი ღვინო (კერძის კეთებაში ყოველთვის კარგი ღვინო უნდა გამოიყენოთ, არასოდეს ამჟავებული ან დაძმარებული ღვინო თორემ კერძის გემოს გაგვიფუჭებს), ზეითუნის ზეთი, დაფნის ფოთლები, სალბის ფოთლები, რამოდენიმე ღერო როზმარინი, 1 ქილა პომიდორის წვენი მთლიანი პომიდორებით, მარილი, შავი და წითელი წიწაკა. 2 ჭიქა სიმინდის ფქვილი (ღერღილი), ¼ ჭიქა წვრილად დაფქვილი სიმინდის ფქვილი. 1). დაჭრილი ქათამი დავამარინადოთ ზეითუნის ზეთში, როზმარინიში, დაფნის ფოთლებში, ზეთისხილში და ნიორში. დავამატოთ მარილი, წიწაკა და გავაჩეროთ მაცივარში რამოდენიმე საათი ან მთელი ღამე. ქათამი დარბილდება და შეიწოვს ამ ყველა არომატს. 2). გაცხელებულ ქვაბს მოვასხათ ზეითუნის ზეთი და დავბრაწოთ დამარინადებული ქათმის ხორცი ორივე მხარეს. მთლიანად შეწვა არ არის საჭირო ამ ეტაპზე. ცოტა კანი დავუბრაწოთ. 3). დავამატოთ სალბის ფოთლები, დაჭრილი ნიახური, სტაფილო, ხახვი და მარინადის სუნელები. 4). დავამატოთ ზეთისხილი, სოკო, თეთრი ღვინო და პომიდორი. 5). დავამატოთ მარილი, შავი და წითელი წიწაკა გემოვნებით. დავახუროთ თავზე ქვაბს და გავაჩეროთ ღუმელზე სანამ ქათამი არ მოიხარშება. 6). გავაკეთოთ ღომი. მე ვფიქრომ თქვენ ყველანი ალბათ ჩემზე საუკეთესო ღომს აკეთებთ და ამის სწავლებას არ დაგიწყებთ ?. 7). გადავიტანოთ დამზადებული ღომი თეფშზე, დავამატოთ ქათმის კაჭატორი, მოვრთოთ ცოტა სალბის და როზმარინის ფოთლებით და გემრიელად მივირთვათ. გაამოთ.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა