მოგესალმებით, პასკები მოგართვით,...

მოგესალმებით, პასკები მოგართვით, რეცეპტი" პირველი კულინარიდან "ავიღე, ცოტა ცვლილებებიც შევიტანე. ვიმეორებ რეცეპტს:10 კვერცხი 1.200 შაქარი 3 კგ.ფქვილი 6 სუფ.კოვზი საფუარი 1 ლიტრი რძე 250 გრამი მარგარინი 250 გრამი კარაქი 1 ჭიქა ზეთი და 300 გრამი ქიშმიში და ფერადი ცუკატები( ანუ ორივე ერთად 300გ),ვანილი 4 შეკვრა.ლიმნის და ფორთოხლის გახეხილი კანი. ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს მეორე ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით კარაქი,მარგარინი, ნახევარი ჭიქა ზეთი. ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ,დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი,მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ. ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს,კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს,კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერციანი მასა,კარგად აურიეთ,დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.მოვზილავთ, შევფუთავთ და ასე ვტოვებთ მთელი ღამე.დილას ჩავზელთ და ვუმატებთ ქიშმიშს, ცუკატებს( მათ ვასუფთავებ, ვრეცხავ, ვამშალებ და ერთი ღამე ცომის მოზელვამდე ადრე, ვათავსებ ჯამში და ვასხავ ლიმნის ლიქიორს, მეორე დგეს ამოფუვდება კარგად, ამოვიღებ პოდნოსზე და ვამშრალებ, მერე ფქვილში ამოვავლებ და ისე ვუმატებ ცომს), ლიმნის და ფორთოხის ცედრას, ვანილს,ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალს,ილს, დარიჩინს და მიხაკს. გადავიტან ფორმებში და ისევ ვაჩერებ მათ 4-5 საათი, რომ კიდევ ამოვიდეს, ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გულის და რძის ან მაწვნის, ან არაჟნის ნაზავი და გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში. გამოვა მძიმე და ნოტიო პასკა,

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა