?მოგესალმებით მეგობრებო,ვაგრძელებთ...

?მოგესალმებით მეგობრებო,ვაგრძელებთ საქველმოქმედო აქციას, ეს ჩვენი დასახმარებლად შერჩეული მეორე ოჯახია დიდი მადლობა ინფორმაციისთვის Mini Club Georgia-ს ადმინს mariam3314-ს❤️.მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ერთ გაჭირვებულ ოჯახს უკვე დავეხმარეთ maka7-ის ინიციატივით. მოკლედ მოგითხრობთ ოჯახის შესახებ დანარჩენს ვიდეოშიც ნახავთ უღრმესი მადლობა ვიდეოს ავტორს nicco595-იას❤️.

?" ოჯახი ცხოვრობს სოფელ წილკანში,დედა მამა და ოთხი შვილი: 2 თვის საბა, 2 წლის ანა, 9 წლის მარიამი და 18 წლის გიორგი. ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარებაა, მშობლები არიან უმუშევრები, არ აქვთ არანაირი საარსებო რესურსი გარდა მეზობლების დახმარებისა, უფროს ბიჭი- გიორგი არ დადის სკოლაში და ეხმარება მეზობელს სამეურნეო საქმიანობაში, რაშიც მას თვეში 200 ლარს უხდიან, 6-წევრიან ოჯახს, სადაც უმცროსი შვილი 2 თვის არის არ აქვს სხვა შემოსავლის წყარო, ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული... პირადად მოვინახულეთ მათი საცხოვრებელი პირობები, გთავაზობთ ვიდეოს, ოჯახში არ არის აბაზანა, სამზარეულო, კარადა ტანსაცმლისთვის, მაგიდა, სკამები, აქვთ დაზიანებული ტელევიზორი და ასევე დაზიანებულია მაცივარი არამუშა მდგომარეობაში. არ არის პირობები ნორმალური არსებობისთვის, ოჯახში არ ქონდათ არანაირი პროდუქტი, ბავშვები იყვენ მშივრები, სათამაშოები ან გართობის რაიმე საშუალება ბავშვებისთვის ოჯახში არ არსებობს.

?უმორჩილესად გთხოვთ ერთობლივი ძალისხმევით ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები. ძალიან გთხოვთ გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ვისაც რისი საშუალება გვექნება.

?საყოფაცხოვრებო ნივთები იქნება ტანსაცმელი, ტექნიკა თუ ავეჯი შეეხმიანეთ avto20-ს მას აქვს გამოყოფილი ადგილი სადაც ამ ყველაფერს დავასაწყობებთ და შემდეგ ერთიანად ჩაუტანთ ოჯახს, თქვენთან ერთად.

?აქვე განვათავსებ ჩვენი ჯგუფის ტოიოტა პრიუს საქართველოს ოფიციალურ ანგარიშის ნომერს სადაც შეგეძლებათ თანხა ჩარიცხოთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გავერთიანდეთ!!!!

✅ბანკი: BAGAGE22 / სს "საქართველოს ბანკი"

✅ანგარიში: GE55BG100728597

✅მიმღები: ააიპ ტოიოტა პრიუს საქართველო

✅დანიშნულება: ქველმოქმედება

⛔️ჩარიცხვა შეწყდება აპრილის ბოლოს

#ძალაერთობაშია #გავერთიანდეთ #დავეხმაროთ #ჩვენშევძლებთ #გადმოდიპრიუსზე

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა