მოგესალმებით მეგობრებო...

მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა ჩავუღრმავდეთ საკითხს, რომელზეც მეც ბევრი მიფიქრია ადრე და რა თქმა უნდა თქვენც ბევრს ფიქრობთ: რატომ არის ამდენი ნეგატივები კრიპტოვალუტის მისამართით ცნობილი და გავლენიანი ადამიანების ან სტრუქტურების მიერ. წარმოიდგინეთ ამდენი ნეგატივების, წინააღმდეგობების და შემაკავებელი ღონისძიებებისდა მიუხედავად როგორ სწრაფად განვითარდა კრიპტოვალუტა სულ რაღაც 9 წელიწადში. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ყველა მთავრობამ და სხვა სტრუქტურებმა მოხსნეს შეზღუდვები, გაქრა ნეგატივები და შესაბამისად რა თქმა უნდა თითქმის ყველა უკვე ჩაერთვება აქტიურად ამ სფეროში. (ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 5 %-იც არ არის ჩართული) ასე რომ მოხდეს და ყველამ კრიპტოვალუტის ყიდვა დაიწყოს ალბათ წარმოგიდგენიათ რა მოხდება ბაზარზე, ჯერ ამდენი უცოდინარი ადამიანის ერთბაშად შემოსვლა დაანგრევს ბაზარს, შემდეგ ქაოსი, მათ მიერ დაშვებული შეცდომები და დაკარგული თანხები... მთავარი კი ის არის, რომ როცა ყველა დაიწყებს ყიდვას, 2-3 დღეში ბიტკოინის ფასი ალბათ 100 000 $ გადააჭარბებს და რა მოხდება მერე? დღეს რომ 10 000 $-ად იყიდი ბიტკოინს, ხვალ გაიღვიძებ და 100 000 $-ზე მეტი ფასი დაგხვდება ალბათ დიდი სიხარულით გაყიდი არა? და სხვა რას იზამს? და ამის შემდეგ სულ რაღაც რამოდენიმე საათში რა მოხდება? ფასი დავარდება 1 $ მდე და აი მაშინ კი ჩამოიშლება მთელი სფერო და მის ხელმეორედ აღორძიბენას წლები დაჭირდება. ეს ყველაფერი ჩვენ რომ ვიცით (წესით უნდა ვიცოდეთ) მთავრობის მეთაურებმაც იციან, ბანკირებმაც და მილიარდერებმაც. ამის გამოა რომ ცდილობენ გააკონტროლონ ეს სფერო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ვინმე მოვა და შენს საფულეს გაგიჩრიკავს არა, მთავარია ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების თავიდან აცილება, თორე კრიპტოვალუტა რომ ეხლანდელ ფინანსურ ინსტიტუტებს შეცვლის ამასი ეჭვი უკვე აღარავის აღარ ეპარებათ, მათ შორის არც ბანკებს, უბრალოდ ამის ღიად და ასე ჰარიჰარალოდ დაფიქსირებისგან თავს იკავებენ და მიხვდით ალბათ რატომაც. რაც სექტემბრიდან დეკემბრამდე მოხდა (დაახლოებით 6-7 ჯერ გაიზარდა 3 თვეში ფასები), ასეთი მოკლევადიანი ზრდა ალბათ აღარ მოხდება, სწორედ ამის მერე მოეკიდნენ უფრო სერიოზულად საქმეს და შედარებით უკეთ აკონტროლებენ ბაზარს. ჩემი და არა მარტო ჩემი ვარაუდით ფასები ისევ მიაღწევენ 20-25 00$ უკეთეს შემთხვევაში ივნისში და უარეს შემთხვევაში წლის ბოლოს და მისი გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. ასე რომ საკმაოდ კარგ დროს კარგ ადგილას აღმოვჩნდით, მთავარია არ შევშინდეთ და მცირე ან ნეგატივებმა ანდაც ფასების კლებამ არ შეგვაშინოს და ჩვენი გეგმები წყნარად და მშვიდად განვახორციელოთ...

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა