მინდა რამოდენიმე ფაქტი...

მინდა რამოდენიმე ფაქტი დავწერო

BMW ს 1,2,3,4,5,6,7 და 8 სერიის მოდელები ყავს, მის ქროსოვერებსაც შესაბამისი სახელები ქვიათ, X1, X2, X3, X4, X5, X6 და X7

მერსედესის ქროსოვერებს კი მსუბუქებისგან განსახვავებით სხვა სახელები ერქვათ: ML GLK GL ეხლა კი: GLE (E კლასის ქროსოვერი, ყოფილი ML) GLA (A კლასის ქროსოვერი) GLC GLS და ა.შ


ასევე ძარის ნომრები მაგალითად BMW 760 E38 520 E34 330 E90

მერესედესაც მხოლოდ ნომრები ქონდა W 124 დან გადავიდა E კლასი W 210 W140 S კლასი W220 E190 კი C კლასმა შეცვალა


ხალხი ხშირად ამბობობს რომ მერსედესი N1 მანქანაა, ამის არგუმენტად მოყავთ რომ მერსედესები უფრო მეტი იყიდება და თან ძვირიც ღირს BMW ზე

1 მართლაც უფრო ბევრი მერსედესი იყიდებოდა ვიდრე BMW, მაშინ (როდესაც ეს ასე იყო) BMW ს არ ქონდა ფართო სამოდელო რიგი ვიდრე მერსედესს, BMW ს ძირითადად 3, 5, 7 სერია, X5, X3 და Z სერია და მოტოციკელები იყო ბაზრზე, ხოლო მერე და მერე გაზარდა ასორტიმენტი, როგორც ქროსოვერბის მხრივ, ასევე მსუბუქი სერიები და ამ მოდელების გაზრდის შედეგად გაიზარდა ///M მოდელების მრავალფეროვანება და გადაასწრო კიდევ, რამოდენიმე წელია რაც დაახლოებით თანაბრად იყიდება MBს და BMWს პროდუქტი.

რაც შეეხება ფასებს: მანქანა რომ გამოდის უწერია საბაზისო ფასი, ხოლო გვერდით კი ჩამონათვალი აქვს, ოპციების ("ნავაროტკის") და ფასები, მაქსიმალური კომლექტაციით შეიძლება 30 000 ამი მანქანა 40-50 000 მდეც კი ავიდეს, MB კი საბაზისოც კი უფრო ძვირია რადგან მეტი კომპლექტაცია აქვს

რაც შეეხება გამძლეობას წაკითხული მაქვს საქართველოს პირობებში მიცუბიში და მერსედესი უფრო კარგად ძელბსო, თუმცა ვფიქრობ ეს სუბიექტიური აზრია და ეს პირობითია, რადგან ყველა მანქანას თავისი რესურსი აქვს, მეპატრონეზე დამოკიდებული არის, ევროპაში BMW E39 დიზელს 1 000 000 (მილიონი) კმ გაატარეს წაიკითხეთ დაწვრილებით

https://www.autobild.ge/index.phpoption=com_content&amp=;view=article&id=6600%3Amilioneri-bmw-romelic-davshaleth-da-yvela-detali-shevamotsmeth&catid=204%3Ameoradebi&Itemid=166&lang=ka-GE


BMW ს ძრავები რომლებსაც მოგებულები აქვატ ჯილდოები, სავარძლები და კოკპიტი (ტორპედო) იდეალური არის, ასევე როგორც მისი i Drive სისტემა რომელიც Microsoft მა შექმნა და 2002 წლიდან (BMW E65 მა გამოიყენა პირველად) მოსდევს BMW ს და სულ უფრო იხვეწება, ასევე Head-Up Display რომელიც საქარე მინაზე წერს სიჩქარეს და სხვა ინფორმაციას რომელიც მძღოლი გზიდან თვალის მოცლების გარეშე აკონტროლებს ინფორმაციას,ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ BMW მძღოლის მანქანა არის, ბევრი მანქანა გატესეტეს, თითოეული რამოდენიმე პროფესიის ადამიანმა, ჟურნალისტებმა, მექანიკოსმა, პროფესიონალ მძროლებმა და სხვებმა, BMW მაღალი ქულები მძღოლის კატეგორიაში მიიღო


Mercedes-Benz არის კომპანია Daimler ის საკუთრება, დაილერის არის ასევე Smart, Maybach (და სხვა...) BMW კი თავად არის შეფი, Mini და Rolls Royce ყავს,

საავტომობილო დიდი სამეულში შედის BMW, Mercedes-Benz და Audi აუდიც სხვისი დაქვემდებარებაშია, ის კომპანია VW ვოლკსვაგენის საჯინობოში არის, ისევე როგორც ბენთლი, ( ასევე Lamborghini, Ducati, Bugatti, MAN, Porsche, Scania, SEAT, Škoda როლს როისიც მისი იყო 2003 წელს BMW იყიდა)

ამ დიდ სამეულს კი ძვირფასი ოჯახის წევრები ყავთ MB ს Mybach BMW Rolls-Royce აუდის ბენტლი

ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ როლს როისი ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი მანქანა არის

და BMW ამხელა გიგანტ კომპანიებში (დამლერი და ვოლკსვაგენი) მაინც არ იკარგება და წინ და წინ მიიწევს.

ამ პოსტით მერსედესის დაკნინებას არ ვცდილობ, პირიქით ძალიან კარგი მანქანაა და ზუსტად ეს კონკურენტუნარიანი გარემო აძლევს თუნდაც ჩევნ საყვარელ BMW სტიმულს რომ უფრო და უფრო უკეთესი მოდელები გამოუშვას, მაგრამ მაინც BMW ს მეტოქე მერსედესისი კი არა და აუდი არის

ამ პოსტით არაფრის დამტკიცება არ ვცდილობ, ზოგადად დავწერე ეს პოსტი, გავიხსენე რაღაც რაღაცეები და თან ერთმანეთს?

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა