მეორე თაობაში ჩავაყენე...

მეორე თაობაში ჩავაყენე საბვუფერი და სიგნალის გამაძლიერებელი და მოკლედ გეტყვით რა გამიჭირდა რა გამიადვილდა? 1)მოვხსენი წინა ორივე სკამი, ასევე უკანა სკამის საზურგეები და დასაჯდომი, მოვხსენი ცენტრალური კონსოლი(ხელის დასადები) თავიდან ბოლომდე, ამოვიღე და საბარგულის შიგთავსი. 2)მეგონა დამჭირდებოდა ტორპედოს დაშლა აუდიო სიგნალის მავთულებამდე მისაღწევად და ამისთვის თავის ასარიდებლად ვაპირებდი აუდიო სიგნალი გამომეყვანა აუქს კაბელის შესაერთებლიდან, მაგრამ ამას ქონდა დიდი მინუსი, საბვუფერი იმუშავებდა მხოლოდ აუქსზე, მაგრამ მგზავრის სკამის ქვეშ აღმოვაჩინე რომ დგას jbl სიგნალის გამაძლიერებელი, ადვილად ვიპოვე რომელი მავთული რას აკეთებდა და ყველაფერი შევაერთე წესის და რიგის მიხედვით ზემოთ ნახსენებ სიგნალის გამაძლიერებელში შემავალ სიგნალზე მაგრამ ჯობდა გამომავალზე შემერთებინა. 3) ყველაფერი მუშაობს იდეალურად ერთი მინუსი არის ის რომ როცა ქარხნული სისტემიდან ხმას ვარეგულირებ, არ რეგულირდება საბვუფერის სიმძლავრე, ეს რატომ ხდება ცოტა ტექნიკური ასახსნელი არის და წერილობით გამიჭირდება, ცოტახანში ვაპირებ კაბელების გადაერთებას, თუ სურვილი გექნებათ შესაბამის ვიდეოს გადავიღებ და დავდებ მაქსიმალურად მეტი ინსტრუქციით. 4) თუ ელემენტარული ელექტროინჟინრული გამოცდილება არ გაქვთ არ გირჩევთ მსგავსი რამის გაკეთებას, ელექტრო უსაფრთხოება არ არის სახუმარო საკითხი. 5) ბევრს ვყოყმანობდი ჩაყენებამდე, აკუმულატორი თუ გაქაჩავს თქო მაგრამ მაქსიმალურ 700-750 ვატ დატვირთვაზე ჩვეულებრივად მუშაობს. (არადა ბოსს რომ კითხოთ 1100 ვატის მოწოდება შეუძლია ამ მონობლოკს...) პ.ს აკუმი ვერ ქაჩავს და მაგიტომ.არ იძლევა მაგ სიმძლავრესო ტყუილია, მონობლოკის მაქსიმალური სიმძლავრე ცალკე შევამოწმე ბევრად უფრო მეტ სიმძლავრიანი აკუმით. 6) კაბელების გაყვანაც კი საკმაოდ მარტივი პროცედურა იყო, ზედმეტად დაშლა არ მომიწია საერთოდ. 7)მძღოლის სკამი და ცენტრალური კონსოლი შემეძლო საერთოდ არ მომეხსნა მაგრამ გაადვილა მუშაობა. სიგნალის გამაძლიერებელი ან კაბელების ნაბორი თუ დაგაინტერესებთ pm მომწერე და ბმულებს გამოგიგზავნით. გამოყენებული ხელსაწყოები: 1)ტკაცუნა ქანჩი ე.წ "ტრიშოტკა", უმეტესობა იყო 14 და 10 ზომის ბოლტები. 2)სადჩილავი ე.წ "პაიალნიკი" 3)საიზოლაციო ლენტი რამდენიმე სხვადასხვა სახის. 4)პლასმასის კნოპკების მოსახსნელი იარაღი. 5)თერმო კუმშვადი იზოლაცია. 6)რამდენიმე სახის ბრიტვა/საჭრელი დანა. პ.ს ელექტრო დრელი იქნებოდა მისწრება, ზოგმა ბოლტმა ძალიან მაწვალა. პ.პ.ს პირველად ვცადე მანქანაში სისტემის ჩაყენება, ვიცი პროფესიონალმა რომ შეაფასოს კაის არაფერს იტყვის მაგრამ მაინც ვამაყობ მსგავსი ჩატარებული სამუშაოთი? პ.პ.პ.ს ვისაც რამე კითხვა გაქვთ დამაყარეთ?

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა