მელომაკარონა სეროფისთვის: 500...

მელომაკარონა

სეროფისთვის:

500 მლ წყალი 800 გ შაქარი 150 გ თაფლი 1ც ფორთოხალი 3ც მიხაკი 3ც დარიჩინის ჩხირი

პირველი ნარევი:

400 მლ ფორთოხლის წვენი 400 მლ მზესუმზირის ზეთი 180 გ ზეითუნის ზეთი 50 გ შაქრის პუდრა 1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი მიხაკი 2-3 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი 1/4 ჩაის კოვზი დაფქვილი მუსკატი 1 ჩაის კოვზი სოდა ფორთოხლის ცედრა

მეორე ნარევი: 1 კილო ფქვილი 200 გ მანი

პატარა ქვაბში ვასხავთ წყალს, ვყრით შაქარს, მიხაკს, დარიჩინის ჩხირებს და ვაგდებთ შუაზე გაჭრილ ფორთოხალს, ვდგავთ ცეცხლზე და ვადუგებთ სეროფს, როდესაც მზად იქნება სეროფი გადმოვდგავთ, ჩავასხავთ თაფლს და მოვურევთ, გავაციოთ სეროფი და გავაჩეროთ მინიმუმ 4 საათი. (შეგიძლიათ წინა დღეს მოადუღოთ)

დიდ თასში ვასხავთ ფორთოხლის წვენს, მზესუმზირის ზეთს, ზეითუნის ზეთს, ვყრით შაქრის პუდრას, დაფქვილ მიხაკს, დარიჩინს და მუსკატს, სოდას და ფორთოხლის ცედრას, ავურევთ კარგად. ცალკე თასში ავურევთ ფქვილს და მანის, შემდეგ ჩავყრით თხელ მასაში და ავურევთ, ვურევთ ძალიან ცოტა ხანი დაახლოებით 10-15 წამი რადგან ცომი არ დაიყოს. შემდეგ გავაკეთებთ ცომისგან პატარა ოვალურ ფორმებს დავალაგებთ გამოსაცხობ ფირფიტაზე და ვაცხობთ 25-30 წუთი 190* ზე. როდესაც პეჩენიები ლამაზ ყავისფერ ფერს მიიღებს გამოვიღებთ და ცხელსვე ჩავყრით სეროფში, გავაჩერებთ 10 წამი და ამოვიღებთ, შემდეგ მოვასხავთ თაფლს და მოვაყრით დაჭრილ ნიგოზს. ძალიან გემრიელია.?

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა