მეგრული ხაჭაპური
მომზადება: თბილ რძეს დავუმატოთ თბილი წყალი, მარილი და საფუარი. შევურიოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი, თან ხელები ზეთში დავისველოთ. ცომი უნდა იყოს ნაზი და ზელისას ხელს ეკრობოდეს. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და ასაფუებლად დავდგათ. 1,2 კგ ყველს 2 კვერცხი ავურიოთ და 4-5 გუნდად დავყოთ. შემდეგ 4-5 გუნდად ცომი დავყოთ, თითოეულში ჩავდოთ ყველი და გავაბრტყელოთ. ხაჭაპური მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულებისა და გახეხილი სულგუნის ნაზავი და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ.