მათ, ვინც ფიქრობს, რომ ყველა...

მათ, ვინც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია და სქესს შორის არც ისე დიდი სხვაობაა, 25 საინტერესო ფაქტს ვთავაზობთ ქალის ორგანიზმზე. ალბათ, მრავალმა ქალმაც არ იცის მათ შესახებ.

  1. ქალს გული უფრო სწრაფად უცემს, ვიდრე მამაკაცს.

  2. ქალი თვალებს მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ახამხამებს.

  3. ქალის ორგანიზმი კალორიებს უფრო ნელა წვავს, ვიდრე მამაკაცის, - დაახლოებით 50 კკალ-ს დღეში.

  4. ქალს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვს.

  5. ქალის თმის დიამეტრი მამაკაცისაზე ორჯერ ნაკლებია.

  6. ქალი ერთდროულად რამდენიმე საქმეს ადვილად უმკლავდება.

  7. ქალის ენაზე უფრო მეტი რეცეპტორია განლაგებული.

  8. ქალები უკეთ უძლებენ ტკივილს.

  9. ქალები კარგად არჩევენ ფერთა გამას.

  10. ქალის კანი მამაკაცისაზე 10-ჯერ მგრძნობიარეა.

  11. ქალის კუნთი უფრო მეტ ელასტინს შეიცავს, ამიტომაცაა უფრო მოქნილი.

  12. ქალი უკეთესად არჩევს ხმას.

  13. ქალის ტვინის აქტივობა ძილის დროს მხოლოდ 10 პროცენტით ქვეითდება. ამიტომაა, რომ მას უფრო ფრთხილი ძილი აქვს.

  14. ქალი ცუდად ორიენტირებს ბუნებაში, საჭესთან.

  15. ქალი უკეთ ასხვავებს ტკბილის გემოს.

  16. ქალი დღეში საშუალოდ ამბობს 8 ათას სიტყვას, გამოსცემს 3 ათას ხმას და იყენებს 10 ათას არავერბალურ სიგნალს. მამაკაცები - ორჯერ ნაკლებს.

  17. ქალს უკეთ აქვს განვითარებული შეგრძნება.

  18. ქალებს განვითარებული აქვთ პერიფერიული მხედველობა, მამაკაცებს - ცენტრალური.

  19. ქალის კისერი მამაკაცისაზე უფრო მოქნილია. სიტუაციის მიხედვით, ქალს შეუძლია კისერი მარჯვნივ ან მარცხნივ მიაბრუნოს, მამაკაცი მთელი ტანით ბრუნდება.

  20. მამაკაცში სიმელოტეს დედის გენი განსაზღვრავს.

  21. ქალის ორგანიზმი ადვილად უმკლავდება გართულებებსა და ქრონიკულ დაავადებებს.

  22. ქალი მამაკაცზე ემოციურია, წელიწადში დაახლოებით 30-60-ჯერ ტირის, მამაკაცი - 6-17-ჯერ.

  23. ფეხმძიმობისას ქალების 30 პროცენტს უჩნდება უჩვეულო საგნების ჭამის სურვილი.

  24. ქალი უკეთ გრძნობს საფრთხის მოახლოებას.

  25. ქალი ემოციურად უფრო ეჯაჭვება მამაკაცს.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა