ლა ლიგის ქართული ფან-კლუბი...

საინტერესოა! ⬇

https://www.facebook.com/ligageoo/ https://www.facebook.com/ligageoo/photos/a.1547378245327705.1073741833.1156889151043285/1819719834760210/საინტერესოა! ⬇

? "2006 წლის ზაფხულში "მილანის" ფეხბურთელი აღარ ვიყავი, გონებით უკვე მადრიდის "რეალში" ვთამაშობდი. გონებით, სულით, გულით მადრიდში ვიყავი. ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა არ ყოფილა. "რეალთან" გაფორმებული ხუთწლიანი მზა კონტრაქტი მეჭირა ხელში... ?

?...ფაბიო კაპელო რეკავდა. მადრიდის "რეალის" მწვრთნელი. სპორტულმა დირექტორმა, ფრანკო ბალდინიმაც დარეკა. ყველა მირეკავდა. მე ზარებს ვპასუხობდი და შემდეგ ჩემს აგენტთან ერთად განვიხილავდი. "ტულიო, გაიგე "მილანი" რას ამბობს." ამასობაში უკვე "მილანის" ბაზაზეც მიწევდა დაბრუნება. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მხოლოდ ათი დღე მქონდა შვებულება, მერე კი ვარჯიშს უნდა დავბრუნებოდი. ტინტიმ შემაჩერა: "არ იჩქარო დაბრუნება, კიდევ ერთხელ დაველაპარაკები "რეალს". დაიცადე. მობილური არ გამორთო. მალე დაგირეკავენ." ასეც მოხდა.

  • ანდრეა, ფაბიო კაპელო ვარ. - კაპელო რეკავდა, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მწვრთნელი.
  • გამარჯობა, მისტერ, როგორ ხართ?
  • კარგად. შენ კი მალე ჩემზე უკეთ იქნები. ჩვენთან მოდიხარ. ნახევარდაცვაში ითამაშებ ემერსონის გვერდით, რომელიც სულ ახლახან გადმოვიყვანეთ "იუვენტუსიდან".
  • კარგი.

ბევრი დრო არ დასჭირვებია ჩემს დასათანხმებლად. ერთ წუთზე ნაკლები. მე უკვე ნანახი მქონდა კონტრაქტი, ჩემმა აგენტმა კი, რომელიც უკვე მადრიდში იმყოფებოდა - ზეპირად იცოდა.

  • ანდრეა, გამოგვივიდა.
  • ძალიან ვღელავ, ტულიო.

ჩემს თავს უკვე თეთრი მაისურით ვხედავდი. თეთრი და მშვიდი, მაგრამ ამავე დროს აგრესიული მაისურით. ვფიქრობდი "სანტიაგო ბერნაბეუზე", ამ საკულტო ტაძარზე, მოედანზე, რომლის მხოლოდ სახელსაც კი შეუძლია მოწინააღმდეგის ტერორიზება...

...გალიანის ხელმოწერაღა აკლდა კონტრაქტს. შევხვდით...

...ვიჯექი ბაზის ცენტრალურ ოთახში და სინამდვილეში "მილანსა" და "რეალს" შორის ვიყავი მოქცეული. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. საუბარი ტულიომ დაიწყო:

  • ანდრეა "რეალში" მიდის.
  • ასეა. - დავუმატე მე.

? გალიანიმ შემომხედა. "არა ძვირფასო, შენ არსად არ მიდიხარ." - მითხრა მშვიდად და საწერი მაგიდის ქვემოდან პატარა ჩემოდანი გამოიღო. გამეღიმა. ჩემოდნიდან კონტრაქტი ამოაძვრინა და განაგრძო: "შენ არსად არ მიდიხარ, რადგან ამაზე უნდა მოაწერო ხელი. ხუთწლიანი კონტრაქტია, ხელფასის გრაფა ცარიელი დავტოვეთ. ჩაწერე რაც გინდა." ტულიომ თითქმის ხელიდან გამომგლიჯა კონტრაქტი: "ამას მე გადავხედავ." სახლში წაიღო. გულდასმით შეისწავლა. წაიკითხა. გადაიკითხა. ისევ წაიკითხა. რამდენიმე დღე ისე გავიდა, ტინტისგან არაფერი გამიგია. ყველაფერს მივცემდი, ოღონდ კონტრაქტი არ ჩაშლილიყო. ვფიქრობდი ესპანურად. ვოცნებობდი ესპანურად. ბოლოს ტულიო გამოჩნდა: "მოაწერე ხელი "მილანთან". შანსი არ გვაქვს. არ გიშვებენ."

  • არა...
  • კი.
  • კარგი.

ხალხს ჰგონია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას საათები სჭირდება, მეტიც - დღეები, ან თუნდაც რამდენიმე თვე. უსაზღვრო ფიზიკური და გონებრივი ენერგია და ა. შ. არადა ასე თითქმის არასოდეს ხდება. ხშირად გონებაც და გულიც ერთ აზრზე თანხმდება, მაგრამ უკვე არსებული კონტრაქტი სხვა რამის გაკეთებას გავალდებულებს. ასეთ დროს შენს ოცნებაზე უარის თქმა მხოლოდ წამი სჭირდება. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გაქვს. ამის შემდეგ უკვე იძულებული ხდები ჟურნალისტებს - რომლებიც თითქმის ყოველთვის სწორ კითხვას სვამენ - კითხვაზე: "მართალია, რომ "რეალთან" კონტრაქტი პრაქტიკულად უკვე გაფორმებული გქონდა?" უკვე დამუშავებული, ცივი და სპეციალურად მათთვის შედგენილი ფრაზით უპასუხო: "ტყუილია. "მილანში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ." არადა... ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს.

სამწუხაროა, რომ ჩემი ოცნებაც ასე დასრულდა. "რეალში" მართლაც სიხარულით გადავიდოდი. ყოველთვის "მილანზე" მეტად მიზიდავდა. მეტი მომავალი აქვს, მეტი ეშხი, მეტი ყველაფერი. მეტოქის მეტი პატივისცემა. სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მოგებამ ცოტა დამამშვიდა. უარესი შეიძლება მომხდარიყო."

ამონარიდი ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან - ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ ?

მეგობრებო, თუ გსურთ მსგავსი პოსტები, მოიწონეთ და გააზიარეთ! ?

ბლანკო

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა