კრიპტობაზრის იაპონური...

კრიპტობაზრის იაპონური რეგულაცია, სამი ძირითადი პუნქტი:

პირველ რიგში, ქვეყანამ კრიპტოვალუტის- რეალურ ვალუტაზე და პირიქით გადამცვლელების რეგისტრაცია შემოიღო. კრიპტო ვალუტის გადამცვლელ პროვაიდერებმა უნდა შეამოწმონ გარიგებები (მომხმარებელთა მონაცემების ჩათვლით) და შეატყობინონ მაკონტროლებელს მათზე, ვინც ეჭვს წარმოქმნის. ეს იცავს ბაზარს შავი ფულის გათეთრების ოპერაციებისგან კრიპტო ვალუტის გამოყენებით.

მეორე, იაპონიამ დაიცვა კრიპტოვალუტის გამყიდველებისა და მყიდველების უფლებები. მათ გაყვეს მონეტარული აქტივების მართვა და კრიპტო-ვალუტის აქტივების მართვა. და დაადგინა აუცილებელი აუდიტის მცნება. იაპონიაში ასევე დამუშავებაშია პრეტენზიების გარჩევასთან დაკავშირებული პროცედურები.

მესამე, იაპონიამ გაათავისუფლა დღგ-სგან კრიპტოვალუტის გაცლის ოპერაციები, მაგრამ რაღაც სერვისის ან საქონლის შეძენის შემთხვევაში კრიპტოვალუტით გადახდის დროს დღგ ისევე იანგარიშება როგორც რეალური ვალუტის შემთხვევაში.

იაპონიის ეროვნულ საგადასახადო სააგენტოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ როგორი უნდა იყოს დაბეგვრა კორპორატიული და ფიზიკური პირების მიერ კრიპტოვალუტით მიღებულ შემოსავალზე, იგივე რაც რეალურ ვალუტის დროს თუ შეღავათიანი? მიუხედავად ამისა, იაპონიის საბუღალტრო საბჭო უკვე ამუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შესაძლო წესების კრიპტო ვალუტების წარმოქმნის პროცესის (მაინინგის) და მიღებული შემოსავლის დაბეგვრა ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, იაპონია ხელს უწყობს კრიპტოვალუტების ბაზრის განვითარებას არა კატეგორიული აკრძალვების, არამედ ხელშეწყობის, ლეგალიზაციის და კანონის ფარგლებში მოქცევის გზით, რათა მაქსიმალურად შეამციროს ბაზარზე მომხმარებელთა და ოპერატორი კომპანიების რისკები.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა