ხალხი ეს სხეულია ღვთისა...

ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. ასე სწამდათ ყველას დასაბამიდან, ასე სწამდათ, ყოველ შემთხვევაში, დიდ ერებს, ვინც ასე თუ ისე რჩეულნი იყვნენ და კაცობრიობას მიუძღვებოდნენ. სინამდვილეს ვერსად გაექცევი. ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ჭეშმარიტი ღმერთი დაუტოვეს. ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განხორციელება და განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღია. თუ დიდ ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას (დიახ, სწორედ მან და მარტოოდენ მან). თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალაა და არა დიდი ერი. ჭეშმარიტად დიდი ერი ვერასოდეს შეურიგდება მსოფლიოში მეორეხარისხოვანსა და გინდაც პირველხარისხოვან როლს, ის მხოლოდ და მხოლოდ პირველობას დაიჩემებს. ვინც ამ რწმენას დაკარგავს, ის ერი აღარ არის. მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. მაშასადამე, ხალხთა შორის მხოლოდ ერთს შეუძლია ჰყავდეს ჭეშმარიტი ღმერთი.

ფიოდორ დოსტოევსკი - ეშმაკნი

https://www.facebook.com/დინების-საწინააღმდეგოდ-1003472659790842/ https://www.facebook.com/1003472659790842/photos/a.1003473586457416.1073741828.1003472659790842/1009477152523726/ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის. ასე სწამდათ ყველას დასაბამიდან, ასე სწამდათ, ყოველ შემთხვევაში, დიდ ერებს, ვინც ასე თუ ისე რჩეულნი იყვნენ და კაცობრიობას მიუძღვებოდნენ. სინამდვილეს ვერსად გაექცევი. ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ჭეშმარიტი ღმერთი დაუტოვეს. ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება. რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად. საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განხორციელება და განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღია. თუ დიდ ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას (დიახ, სწორედ მან და მარტოოდენ მან). თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალაა და არა დიდი ერი. ჭეშმარიტად დიდი ერი ვერასოდეს შეურიგდება მსოფლიოში მეორეხარისხოვანსა და გინდაც პირველხარისხოვან როლს, ის მხოლოდ და მხოლოდ პირველობას დაიჩემებს. ვინც ამ რწმენას დაკარგავს, ის ერი აღარ არის. მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. მაშასადამე, ხალხთა შორის მხოლოდ ერთს შეუძლია ჰყავდეს ჭეშმარიტი ღმერთი.

ფიოდორ დოსტოევსკი - ეშმაკნი

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა