ღვიძლში ტკივილებისას: განტვირთვის დღეებში კარგია სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშის წვენის სმა, ან ნახევარი ჭიქა კომბოსტოს მწნილის წვენი, ან ახალი კომბოსტოს წვენი აურიეთ ამავე რაოდენობის პომიდვრის წვენთან. წვენის ნარევის სმა საჭიროა დიდხანს, სამაგიეროდ, ეფექტი საოცარია. კიდევ ორი რჩევა: ხანგრძლივად სვით წითელი ჭარხლის წვენი. კენჭები გაიხსნება ნელა, მაგრამ უმტკივნეულოდ. ან ასეთი რეცეპტი: ჭარხალი (რამდენიმე ცალი) ხარშეთ მანამდე, სანამ წყალი სქელ სიროფად არ გადაიქცევა. სვით იგი 3/4 ჭიქა დღეში რამდენჯერმე. ეს სასმელი კარგად ხსნის კენჭებს.