კარგად ვარ....არაფერია... ცაზე...

კარგად ვარ....არაფერია...

ცაზე ალიონი აფერმკრთალდა,გაიცრიცა უძილო ღამის წყვდიადი და ვარსკვლავებიც გაქრნენ ცის ტატნობიდან...უძილო ღამის სევდა და ცრემლებით დამძიმებული ქუთუთოები ახლ დღეს ეგებებე და სახეზე ბედნიერების ნიღბის მორგებას იწყებს...ერთეულების მიერ შემჩნეულ ტკივილს მხოლოდ ასე პასუხობ: -კარგად ვარ... მერე ისევ კითხვა: -რა გჭირს? და შენი პასუხი: -ა რ ა ფ ე რ ი....არადა ეს "არაფერია" სწორედ სხეულს რომ გიგლეჯავს და გულს ნაფლეთებად აქცევს...რობოტივით მომართავ შენ თავს ყოველდღიურობაზე და....ეს არაფერი კი სულ თან გდევს....ხვდები როგორ გეცლება და გეცრიცება ხელში წლები...იმედგაცრუება და შენივე თავის დაკარგვა არ გინდა მაგრამ,უკვე გაიხლართე ამ ლაბირინთში,გამოსვლას ცდილობ და უფრო მეტად იხლართები ეკალბარდებში...სულს გიკაწრავენ და სისხლისგან,შინაგანი ძალებისგან დაცლილი უკვე ფორთხვით აგრძელებ გზას...მაინც არ ეპუები...ცდილობ ლაბირინთი გაიარო და იმედის ნაპერწკალს მიაგნო...ის კი უფრო და უფრო გშორდება რაც მეტად უახლოვდები...სიყვარულს კარგავ და ეს განადგურებს,არა კი არ განადგურეს გკლავს და გასამარებს,ცოცხლად დამარხული იმ ქვაღორღის მუსიკას უსმენ სხეულზე,რომ გაყრიან...კივიხარ: - მიშველეეეე,ნუ გამწირავ,ნუ დამასამარებ სამუდამოდ,გადამარჩინე და მე შენ გადაგარჩენ,ნუთუ ვერ გრძნობ ჩემთან ერთად შენ "მესაც" რომ ასამარებ?!...პასუხად კი მერყეობა და გაუბედაობა,ცხოვრების დინებას,ყოველდღიურობას და უბრძოლველად დანებებულის ხელიდან ისევ და ისევ სხეულზე გეყრება ცოცხლად დამარხულს ქვა და ღორღი...სუნთქვა გიჭირს და მაინც მომცინარი სახით იძახი: -ა რ ა ფ ე რ ი ა....კ ა რ გ ა დ ვ ა რ.....არადა გრძნობ სამყარო როგორ გემხობა თავზე...სამყარო რომელიც თავად შექმენი და დაიჯერე ლამაზი ზღაპარიც და პრინცის არსებობაც...ახლა კი გაყიდული და დაგმობილი შენ თავში ეძებ შენს "მეს" რათა გადაარჩინო "არაფერის " მაგივრად იკივლო: - მ ტ კ ი ვ ააააა....ვ ნ ა დ გ უ რ დ ე ბ იიიიი....ვ კ ვ დ ე ბ იიიიი....ვ ი გ უ დ ე ბ იიიი...ვ ც ა რ ი ე ლ დ ე ბიიიიი.....ვერ დავახწიე თავი მარტოობიის კლანჭებს და შენ სიყვარულს,იქ სადღაც წარსულში ღმერთქალად ვიქეცი,თუმცა დროებით...და ისევ იმ ზღაპარში მინდა დაბრუნება....დ ა მ ა ბ რ უ ნ ე თთთ....ჩემ სხეულში და სულში დამაბრუნეთ....ის ლამაზი დღეები დამიბრუნე როცა თვალზე მხოლოდ სიხარულის ცრემლი კრთოდა და ციმციმებდა... მზე გადაივლის ცის ტატნობს და ჩაესვენება,მთვარის და ვარსკვლავების ციალი მოეფინება სამყაროს,შენ კი...დაგლეჯილი სხეულით და გახლეჩილი გულით სასთუმალს დაუბრუნდები და თავად ეტყვი შენ თავს: -არაფერია,ესეც გაივლის...შენ ძლიერი ხარ და არც გაქვს უფლება დანებდე ცხოვრების უფსკრულისკენ მიმავალ გზას,იფორთხე,დასისხლიანებული ხელ- ფეხით მაინც შეძლებ მწვერვალზე ასვლას,მერე ამ ტკივილს ღიმილით გაიხსენებ და სამყაროს დაჰკივლებ: -მ ე ე ს შ ე ვ ძ ე ლ იიიიი.... -მ ე ძ ა ლ ი ნ კ ა რ გ ა დ ვ ა რ... შ ე ნ????? ა რ ა ფ ე რ ი ა.... ე ს ე ც გ ა ი ვ ლ ი ს!!!!!! / ეთერი თედეევი/24.07.2018..

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა