კანოლე. ინგრედიენტები: მასკარპონეს...

კანოლე.

ინგრედიენტები:

მასკარპონეს ყველი 200 გრ კრემ-ყველი 250 გრ შაქის ფხვნილი 100 გრ ფქვილი 400 გრ შაქარი 3 ს/კ ღვინო ¾ ჭიქა ზეთი 3 ს/კ კვერცხი 1 მუქი კაკაო 1ს/კ დარიჩინი ½ ჩ/კ ზეთი 600 მლ მარილი ½ ჩ/კ ვანილი ფისტაშის თხილი

მომზადების წესი:

პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი. მასკარპონე და კრემ-ყველი ავთქვიფოთ და თქვეფის პროცესშივე დავუმატოთ შაქრის ხვნილი და ვანილი. კრემი შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით და შევუდგეთ ცომის მომზადებას. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შაქარი, მარილი, დარიჩინი, მუქი კაკაო და შაქარი. გავათავისუფლოთ ცენტრი, ჩავასხათ ღვინო, ზეთი და კვერცხი. რადგან ცომი მკვრივია მოვზილოთ ხელით. პარალელურად გავაცხელოთ ზეთი. ამოვჭრათ ფორმები და შემოვახვიოთ კონუსის ფორმას, მისაწეპებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კვერცხის ცილა და ჩავაგდოთ ზეთში. მას შემდეგ რაც კანოლის კხვეულები დამზადდება, მოვათავსოთ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ ფისტაშის თხილი.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა