იმერული ნიგვზის აჯიკა ანუ "ქელეხის აჯიკა"
ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს, ამის გემოს ვერ ივიწყებს. რეცეპტსაც ხშირად კითხულობენ, ხოდა მოგართვით, ბატონო ჩემო?. 3ჭ გატარებული ნიგოზი, 1,5 კგ ხახვი,2ს.კ ტომატი,1,5 ჭ წყალი, 1/2 ლ.ზეთი, 2ს.კ ყვითელი ყვავილი, 2 ს. კ ქინძი,1ს.კ წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით.
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოვშუშოთ ზეთში,დავამატოთ ტომატი, ნოგოი და დავასხათ წყალი.წამოვადუღოთ. შემდეგ სუნელებითა და მარილით გადავკმაზოთ. მე ცხელ-ცხელი დავდე, რომ გაცივდება, კიდევ უფრო მაგარ ვიდზე იქნება. p.s.ჩემს სამზარეულო ძალიან დიდია და შესაბამისად, განათებაც ძლიერი. შუქი ურტყამს და არ ჩანს კარგად, აჯიკა არის მოწითალო ფერის.კიდევ, ძმარი არ უნდა, რადგან ტომატი-პასტა აძლევს იმ სიმჟავეს, რაც საჭიროა. ეს არც ბაჟეა და არც საცივი.