გვეკითხებიან ახალი წევრები...

გვეკითხებიან ახალი წევრები -- '' რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა თუ პროგრამა ''... ... ვპასუხობთ: ჩვენი სამოქმედო პროგრამა არის მერაბ კოსტავას მიერ არჩეული გზა, ხოლო ამ გზის განხორციელებისათვის კი ჩვენი გაერთიანება არის აუცილებელი. ... აი, რა გზა აირჩია მერაბ კოსტავამ -- მერაბ კოსტავა --

მე, მთელის სულით და გულით ვუჭერ მხარს, მხატვარ-დიზაინერ შალვა შიოს-ძე კაჭარავას იდეას, ახალი ქართული წრიული სოფლების საქართველოს მასშტაბით გაშენების თაობაზე. იგი მიმაჩნია საქართველოს ზნეობრივი გაჯანსაღების ერთ ერთი უმნიშვნელოვანეს პირობად. ქართული სოფლები უნდა აღსდგეს მთელი თავისი ტრადიციული,მამა-პაპური ჩვევებითა და იერსახით. მაშ ასე, დავუბრუნდეთ დედა-ბუნების წიაღს, რამეთუ ბუნების შემეცნება, -- გზაა ღვთისაკენ. ჩვენთან არს ღმერთი!

12.08.1989 წელი.

-- მერაბ კოსტავა --

… „სრულიად საქართველოს გაერთიანებისათვის, მისი ნათელი მომავლისათვის, ერთა შორის კეთილმეგობრული დამოკიდებულების განმტკიცებისათვის, ეკონომიკის სწრაფი გზით გაძლიერება-აღზევებისათვის, ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯო-ბესებისათვის, დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტისათვის, ახალგაზრდობისა და მომავალი თაობის ზნეობრივ-მორალური გაჯანსაღებისათვის, გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია, მხატვარ-დიზაინერის შალვა შიოს-ძე კაჭარავას მიერ, ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით შემუშავებული, ახალი ტიპის ქართული სოფლების რესპუბლიკის მასშტაბით განაშენიანება, რომელიც ფართოდ იქნა მოწონებული, რესპუბლიკის ორმოცდაორი რაიონის პარტიული, სამეურნეო, მთელი რიგი შემოქმედებითი კავშირებისა თუ საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ, რაც დოკუმენტურად არის წარმოდგენილი. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, აღმოგვიჩინოს დახმარება ამ დიდმნიშვნე-ლოვანი საერო საქმის განხორციელებაში“. 1989 წ. № 8935.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა