თავიდან ვწერ დოგის ისტორიას... ვეძებ ისეთ ადამიანს რომელსაც ეყვარება ეს უკეთილესი ძაღლი და ყურადღებას არ მიაქცევს მის უმნიშვნელო ფიზიკურ ნაკლს.
დოგი წამოვიყვანეთ მცხეთიდან, სადაც რაღაც ჯურღმულში ჟანგიან ჯაჭვზე ყავდათ დაბმული, ნაცემი, ნაშიმშილები და მწყურვალი, დიდი თიაქრით მუცელზე და თვალების ანთებით. მე პირადად ესეთი მძიმე მდგომარება პირველად ვნახე სინამდვილეში. თანდათან გავიგე რეალური ისტორია მის შესახებ, ძაღლის მშობელი რომის პაპმა გამოუგზავნა ჩვენს პატრიარქს საჩუქრად, ეს ლეკვი არ ვიცი რანაირად მოხვდა ესეთ ხელში, აღმოჩნდა, რომ ერთმა (არა)ადამიანმა შეიძინა საკმაოდ სოლიდურ ფასად რადგან შემდეგ ბიზნესი გაეკეთებინა, თუმცა ზრდის პროცესში არც ვიტამინს აძლევდა, არც ნორმალურად კვებავდა და სასტიკად ცემდა მუდმივად, შედეგად ძაღლი გაიზარდა ნაკლოვანი და რომ აღარ ჭირდებოდათ თავიდან მოიშორეს ?
ნელ-ნელა თავიდან ავაწყვეთ ძაღლი კეთილი ადამიანების დახმარებით, გავუკეთეთ 3 ოპერაცია, დავბანეთ, დავამუშავეთ პარაზიტებზე, გავასტერილეთ, ავცერით, გავალამაზეთ. ჭამს მაღალი ხარისხის საკვებს და იღებს ვიტამინებს... მაგრამ არავის არ უნდა ? მართლა არ ვიცი მეტი რა გავაკეთო, ყოველთვე ვიხდით 400 ლარს ძაღლის არსებობაში (სასტუმრო + კვება), რისი საშუალებაც აღარ გვაქვს, ვერც თავშესაფრისთვის ვიმეტებ, ამიტომ მაგას ნუ შემომთავაზებთ. დიდი თხოვნაა გაავრცელოთ პოსტი, იქნებ გამოჩნდეს მსურველი. ახალ პატრონს ყოველ თვე პირადად მივუტან ძაღლის საკვებს. 599026161
P.s ქრონოლოგიურად ვდებ ვიდეოებს და ფოტოებს, პოვნის მომენტიდან, მკურნალობის პროცესში და ეხლა.
mako3 თავიდან ვწერ დოგის ისტორიას... ვეძებ ისეთ ადამიანს რომელსაც ეყვარება ეს უკეთილესი ძაღლი და ყურადღებას არ მიაქცევს მის უმნიშვნელო ფიზიკურ ნაკლს.