გატუზო: "დავიღალეთ...

გატუზო: "დავიღალეთ? არა! ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მართალია, ჩვენ ვითამაშეთ ზედიზედ ორი ფრე და ჩამოვშორდით "ჩემპიონთა ლიგის ზონას", თუმცა თავის დახრის უფლება რ გვაქვს." "ისეთ მწვრთნელებთან დაპირისპირებისას, როგორებიც არიან: სარი, დი ფრანჩესკო, ალეგრი... მხოლოდ რიამეს სწავლა შეიძლება და სწორედ ამას ვაკეთებ მეც. ჩვენ ვიცით, თუ როგორ თამაშობს "ნაპოლი". ისინი მეტოქეზე ზეწოლას ახდენენ და არ აძლევენ საშუალებას ბურთი დაიჭირონ და შეუტიონ მათ. თუმცა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი ჩვენს საიკეთოდ დავასრულოთ. გვინდა შედეგი? მაშინ უნდა გავაკეთოთ ეს!" "მე პატივს ვცემ იმას, რომ "ნაპოლის" ბურთი უჭირავს და უმეტეს დროს შეტევაში ატარებენ.. ამავე დროს კი, მათ არ ავიწყდებათ დაცვა და უკანა ხაზშიც შესანიშნავად თმაშობენ. ამას მოხერხება ჭირდება." "მე და სარის შორის რაღაც მსგავსება ნამდვილად არის, თუმცა არ დავასახელებ რა. სარი არის გაწონასწორებული, თავდაჯერებული და პროფესიონალი. ის არის ნამდვილი მაესტრო და ნოვატორი ფეხბურთში. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია." "სარის გუნდს მხოლოდ ერთხელ ვეთამაშეთ, როდესაც "პალერმოს" ვწვრთნიდი, ის კი "ემპოლის" დამრიგებელი გახლდათ. მისგან ბევრს ვსწავლობ. ჩემთვის დიდი პატივია მასთან შეხვედრა და მის გუნდთან დაპირისპირება."

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა