გამარჯობათ ჯგუფის წევრებო, არსებობს...

გამარჯობათ ჯგუფის წევრებო, არსებობს ოქტანობის საზომი მოწყობილობა „OKTIS 2“, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ავტოგასამართი სადგურების მიერ შემოთავაზებული ბენზინის საწვავის კონტროლს რამდენად შეესაბამება დეკლარირებულ ოქტანობის რიცხვს. აქვე დავაზუსტებ რომ მეთოდი რომლითაც ეს მოწყობილობა ზომავს ოქტანობას 100% სიზუსტიდ არ გამოირჩევა, ეს არაა პროფესიონალური ლაბორატორიული მოწყობილობა. თუმცა რეალობის განსაზღვრაში ძალიან დაგვეხმარება. სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ ავაგროვოთ თანხა და ერთიანი სახსრებით ვიყიდოთ ეს მოწყობილობა, ყიდვა + ტრანსპორტირება მიახლოებით გამოვა 260-280 ლარი. საწვავის დიაგნოსტირებისას გთავაზობთ რამდენიმე კაციანი ჯგუფი შევიკრიბოთ, რომ გამოვრიცხოთ ეჭვები იმისა რომ ეს რაიმე კომპანიის პიარ აქციათ არ შერაცხონ, თუ იქნება შესაძლებლობა ჯგუფში გავაკეთოთ ლაივ ჩართვებიც ამ პროცესის.თუ ვინმეს უკეთესი მოწყობილობის ლინკი გექნებათ ეგეც დაწერეთ და გადავწყვიტოთ. მოწყობილობას დავიტოვებ მენეჯმენტში თავად, იქედან გამომდინარე რომ დაკარგვა გამოვრიცხოთ და თანხის ჩამრიცხავებთან ვიყო პირნათელი, სურვილისამებრ ერთობლივად გავაკეთოთ ტესტირებები გარკვეულ პერიოდში ერთხელ. გვერდის ადმინისტრაციაც თუ შემეხმიანება რომ ერთად განვიხილოთ პერიოდი რამდენხანში ერთხელ გავაკეთოთ მსგავსი რევიზიები იქნება ძალიან კარგი.

მსგავსი კვლევა ჩაატა ჩვენი კლუბის წევრმა maxo727 ბათუმში და იმხელა ინტერესი გამოიწვია რომ გადავწყვიტე ამ ინიციატივის ჩამოყალიბება.

მიმღები ბანკი "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების დასახელება მაჭავარიანი ალექსანდრე მიმღების ანგარიშის ნომერი GE42BG714775400

პ.ს. დანიშნულებაში მიუთითეთ „ოქტანობის საზომი“, პ.ს.ს.თანხის ჩარიცხვისას გამოვაქვეყნებ ჩამრიცხავის სახელს, გვარს და თანხას.

ესეც ლინკი: http://www.ebay.com/itm/NEW-PORTABLE-FUEL-OCTANE-NUMBER-ANALYZER-TESTER-METER-OKTIS-2-/112050407269hash=item1a16b98765%3Ag%3Aq3YAAOSwxp9W6FoB

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა