ფენოვანი ხაჭაპური(ცოტა...

ფენოვანი ხაჭაპური(ცოტა შევცვალე ცომის მომზადება) 1კგ უმ. ხარისხ. ფქვილი(შეიძლება 100 გრით მეტიც დასჭირდეს) 400 გრ მარგარინი,,ჩვენი სუფრა"(პირველად გამოვიყენე და ძალიან მომეწონა) 2ც კვერცხი 3-4 ს.კ ზეთი 0.5 ლ ცივი, ონკანის წყალი 1ჩ.კ მარილი 1/4ჩ.კ ლიმონმჟავა 1ს.კ ძმარი 1ს.კ არაყი წყალში გავხსნათ ლიმონჟავა, ძმარი, არაყი, მარილი და ზეთი, გავაკეთოთ ფქვილში ღრმული და ჩავასხათ წყლიანი ინგრედიენტები და გათქვეფილი კვერცხი, მოვზილოთ ცომი, გავაკეთოთ ცომის გუნდა, გადავსეროთ შუაზე და გავაჩეროთ 10 წთ, გავაბრტყელოთ 2სმ სისქეზე კვადრატის ფორმის და მოვახეხოთ მაცივარში (საყინულეში არა)ნამყოფი მარგარინი, (მარგარინს ვანაწილებთ 100 გრ-ს თითო მოხეხვაზე, ისევ შევინახოთ მარგარინი მაცივარში) ოდნავ დავტკეპნოთ მარგარინი ხელის გულით ცომზე, ცომის ერთი მხარე გადმოვკეცოთ ცომის შუაში, გადმოვკეცოთ მეორეცომის მეორე ნაწილი, შემდეგ გადმოვკეცოთ ერთი ბოლო+მეორე ბოლო, მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში და 20წთ დავდოთ საყინულეში, გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და ისევ მოვახეხოთ-ისევ დავკეცოთ და დავდოთ საყინულეში-ამ პროცედურას ვიმეორებთ 4ჯერ. ბოლოს გავაბრტყელოთ გავჭრათ 4 თანაბარ ნაწილად და მოვათავსოთ სათითაოდ პოლიეთილენის პარკში, გავყინოთ და საჭიროების დროს გამოვიყენოთ(შეიძლება გამოვაცხოთ კრემიანი მილები, სალფეთქები, ლობიანი, ხაჭაპური)?ეს ხაჭაპური არის ამ ცომის მეოთხედით გამომცხვარი, გავაბრტყელე ცომის მეოთხედი 3მმ ის სისქეზე, ნახევარზე მოვახეხე ყველი, გადმოვკეცე მეორე ნაწილი და ამოვუკეცე გვერდები, სილიკონის ფუნჯით წავუსვი ონკანის წყალი(კარგად წითლდება), დავსერე ზედა ნაწილი და გამოვაცხე ზედაქვედა ცხობაზე 250 გრადისზე.) დანარჩენი 3 ნაწილი გავყინე

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა