<em>მე სიზმრად მოვალ შენთან,სულ...

მე სიზმრად მოვალ შენთან,სულ რომ სიმშვიდე იგრძნო,

ძილს ვუდარაჯებ შენსას ზაფხულში სიოდ მიგრძნობ.

ფარი ვიქნები შენი, რომ აგაცილო რისხვა,

მე გზა ვიქნები შენი, არ გაგიჭირდეს წინსვლა...

ღამის წყვდიადში მუდამ გზას გაგინათებ ხედვით,

ტკივილის დროსაც მიხმე,წყლულს დაგიამებ ხელით.

თუ არ ვიქნები ქვეყნად,სიკვდილთან თუ ზავს დავდობ,

თუ გაგიჭირდა, სულსაც კი უმალ შენთვის დავთმობ...

მიხმე როდესაც იგრძნო, ამ ქვეყნად თავი მარტო,

ვეღარ მიხილავ, მაგრამ შემოგეხვევი სათნოდ...

თუ დაეცემი,ფეხქვეშ შენ ღრუბლად მიგრძნობ მაშინ,

არ შეგაშინოს ბრძოლამ ჭეშმარიტების ხსნაში!

სასიხარულო დღეებს გავიზიარებთ ერთად,

გულზე დაიდე ხელი და უმალ მიგრძნობ შენთან...

იცოდე მიხმე მაშინ, მოგენატრები როცა,

თუმც დ ა მ ი ვ ი წ ყ ო მაინც,

გახსოვდეს, დედა გ ლ ო ც ა ვ ს!....

ლია უკლება

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა