დამითაგეთ ხიმშიაშვილები, მათ მიმართ უაღრესი პატივისცემის გრძნობით განვეწყვე...
გოგი ხიმშიაშვილმა დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი. რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე, მონაწილეობდა სპარსეთის ექსპედიციაში; იყო კორნეტი. 1918-1921წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიას, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის უფროსი იყო ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში, 1919 წელს დენიკინელთაგან გაგრის გათავისუფლებაში და 1920 წელს აზერბაიჯანის საზღვარზე წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1920 წლის ივლისში ბათუმში საქართველოს ჯარების შესვლისას იყო გვარდიული ნაწილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დაწყების წინ ის სომხეთთან საზღვრის ერთ-ერთ მიმართულებას (ბობკაირის მთა) იცავდა. ომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი მიზეზით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართული წითელი არმიის ბრიგადის სასწავლო ბატალიონის მეთაურად დანიშნა. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მოძრაობაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრში“ წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრების მსგავსად დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით, რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“ სიკვდილით დასჯის ადგილას (ახლანდელი ვაკის პარკი თბილისში) მიმავალ გზაზე გაქცევა სცადა, მაგრამ დაჭრეს, შეიპყრეს და დახვრიტეს.
#ჯორჯო
https://www.facebook.com/istoria.01/ https://www.facebook.com/istoria.01/photos/a.2056405131262855.1073741829.1774097992826905/2089191657984202/ · https://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/106065422766757დამითაგეთ ხიმშიაშვილები, მათ მიმართ უაღრესი პატივისცემის გრძნობით განვეწყვე...