"ჭიანჭველას ბუდე "რეცეპტი: 2 კვერცხი და 2 ჩ/ჭ შაქარი კარგად ავთქვიფოთ დავამატოთ 200 გრამი გამდნარი და შეგრილებული მარგარინი, 1ჩ/კ სოდა ძმრით. შავაზილოთ ფქვილი იმდენი რამდენადაც ეს მასა შეიზელს. (ცომი უნდა იყოს მაგარი. ) გავყოთ 3 ნაწილად და დავხეხოთ სახეხზე. დავყაროთ ჟარონაზე და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე. ცხობის დროს ვურიოთ რომ ყველა მხარე ერთნაირად გამოცხვეს. გამოვიღოთ ღუმელიდან და გაციებამდე კარგად დავანაწევროთ. (მე პირადად 3 ჯერ მომიწია გამოცხოება რადგან პატარა ჟარონა მაქვს ) კრემი.2 ცალი შესქელებული რძე ავთქვიფოთ 1 ცალ კარაქთან ერთად. დავუმატოთ ორი ცალი ვანილი და 2 ს/კ თაფლი. კრემში ჩავყაროთ გამომცხვარი მასა და ხელით ვურიოთ რომ კრემი ყველა ნატეხს კარგად მოუწიოს. ეს მასა გადმოგვაქვს ისევ ჟარონაზე ვპრესავთ ხელით,ზევიდან ვალაგებთ დაახლოებით 250 გრამ დათეთრებულ თხილს და ვასხავთ მინანქარს. გემრიელად მიირთვით
