ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით...

ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით! მინდა ცოტა რამ მოგითხროთ ჩემს შესახებ. ბავშვობაში ავად თუ გავხდებოდი, მიზეზი მუცლის ტკივილი ან გრიპი იყო. სხვა მხრივ ჯანმრთელად ვგრძნობდი თავს. გარეგნულად სუსტი აღნაგობის ვიყავი და დავრჩი კიდეც... დავამტავრე სკოლა, შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი. მთელი ამ ხნის მანძილზე, ცელიაკიისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ჩემს ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, თითქმის არავინ იცოდა ამ დაავადების შესახებ. 72 წლის ასაკში, უეცრად მამა გახდა ავად. ასტკივდა მუცელი, ჰქონდა დიარეა. იწყო წონაში კლება. 3 თვის მანძილზე ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ამბობდნენ არც საოპერაციოა და არც კი ვიცით, რა არისო. ბოლოს მუცელში ალაგ ალაგ სიმაგრეები გაუჩნდა. 3 თვის თავზე მეტასტაზები დაფიქსირდა ღვიძლში და გარდაიცვალა. გავიდა რამდენიმე წელი. დამეწყო დიარეა, მუცლის შებერილობა, ვიწყე წონაში კლება. ჩვეულებრივი წონიდან ( 45 კგ ვიწონიდი) 35 კილოგრამამდე ჩამოვედი. უცნაური ფერი მედო სახეზე. ენერგია საერთოდ წართმეული მქონდა... ჩემმა ექიმებმა, გიორგი ბეიტრიშვილმა, გიორგი კვიტაიშვილმა და თენგო თელიამ ივარაუდეს, რომ ცელიაკია მჭირს. გავაგზავნე ანალიზები გერმანიაში, საიდანაც ჩამოვიდა დასტური, რომ ვარ ცელიაკიით დაავადებული. ჩემმა ექიმებმა მომცეს რეკომენდაცია, მე შევწყვიტე ხორბლის მიღება, ასევე ყველა იმ პროდუქტის, რაშიც ხორბლის ფქვილი იყო გარეული. პურის ნაცვლად მჭადით ვიკვებებოდი, არც კი ვიცოდი, რომ თურმე რასაც მივირთმევდი ( დაჯერებული, რომ იყო უგლუტენო), უმრავლესობა სწორედ გლუტენით იყო გაჯერებული. მაგალითისთვის ჩამოვთვლი: ყველი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კარაქი, ძეხვეული, ნაყინი, შოკოლადი, სოსისი, მაიონეზი, კეჩუბი, კანფეტები, შესქელებული რძე, სხვადასხვა მარინადები და ვინ მოსთვლის, მაღაზიაში არაფერია ისეთი, რაშიც არ არის გლუტენი. ჩემდა გასაკვირად თვით მჭადის ფქვილიც კი აღმოჩნდა, რაშიც თურმე წონის მოსაგებად ქორვაჭრები ამატებენ ხორბლის ფქვილს. ასევე წამლები, ( წამლებში გლუტენის არსებობის შესახებ გამაფრთხილა ექიმმა). თუმცა... როგორ უნდა მივხვდე, რომელ წამალშია გლუტენი და რომელში არა. არა და წამლის მიღება მიწევს გულის, კუჭის, გაციების და სხვადასხვა დაავადების გამო. ბოლო წლებია უგლუტენო პროდუქცია შემოიტანეს საქართველოში. ისიც მცირე რაოდენობით. პროდუქციას კოლოსალური თანხა ადევს. მითხრეს, რომ უცხოეთში დიდი ყურადღება ეთმობა ამ დაავადების ( რომელიც შედის იშვიათი დაავადების რიცხვში) მქონე პაციენტებზე ზრუნვას.. ჩემნაირებს, ყველა ნორმალურ ქვეყანაში უფასო პროდუქტით, ასევე ტანხით და წამლით ამარაგებენ. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში (თუ ყველა შემთხვევაში არა) გენეტიკურია. მამის შემთხვევაში არ ვიცოდით ამ დაავადების შესახებ, რომ გამოგვეჩინა სიფრთხილე, მაგრამ ახლა ხომ ვიცი... ვიცი, მაგრამ რაა... მაინც მიუწვდომელია ყველაფერი. წამლების და კვების მუდვმივ ლაბორატორიულ კვლევას ვერ ჩავატარებ ვერანაირად. საკვების გარეშეც ვერ ვიცოცხლებ. მინდა ვიცხოვრო ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ზრუნავენ ჩემნაირებზე. წამლებს ყოველდღე ვღებულობ და ვიცი რომ ისინი შეიცავენ გლუტენს. არ მივიღებ და სხვა დაავადება მომკლავს. როგორ მოვიქცე, ხომ ვერ მეტყვით.. თან იმის ფონზე, რომ ბავშვობაში კი არა, გვიან აღმომაჩნდა ეს გენეტიკური დაავადება, რომ მე მთელი 45 წელი ვიკვებებოდი იმ ცილით, რომელსაც ვერ ითვისებდა ნაწლავი. იზა ჭკადუა თბილისი

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა