ბზობას გილოცავთ მეგობრებო! გფარავდეთ...

gior38 · https://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/106065422766757იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლისათვის ქრისტე მიბრძანდებოდა იერუსალიმში და ხალხი ხმაურიანი შეძახილებით ხვდებოდა მას... ხმაურითა და ოვაციებით მიაცილებდნენ იერუსალიმისაკენ და მხოლოდ იესო ხედავდა, რომ ეს ოვაციები გოლგოთისაკენ იყო მიმართული... იმ დღეს იესო ქრისტე, ძე დავითისა, დიდებით შებრძანდა იერუსალიმში... თუმცა, ცოტანი თუ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ იმავე დროს იერუსალიმში მხოლოდ იესო ნაზარეველი არ შესულა დიდი ხმაურით. იქ, იმ ქალაქში, მეორე მხრიდან, ჯარისათვის დამახასიათებელი ხმაურით შევიდა პილატეც. იერუსალიმში ეს ორი შესვლა ძლიერ საინტერესოა.... ორივე შეხვდება ერთმანეთს ოდნავ მოგვიანებით.... იერუსალიმში მაშინ საოცარი შეკრება მოხდა. აქ, ამ მარადიულ ქალაქში შეიკრიბნენ ჭეშმარიტი მეუფე, ძე დავითისა და იუდეის მარიონეტული ხელისუფლება და რომის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლობა.... საოცარი სანახავი იქნებოდა იმ დღეს იერუსალიმი. სამივეს თავისი მიზანი ჰქონდა: 1) იესოს, დავითის ძეს, მიზანად ჰქონდა თავისი სამეფო დაემყარებინა; 2) იუდეის მარიონეტულ ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა, თავისი უკანონო ძალაუფლება შეენარჩუნებინა და 3) რომის საოკუპაციო რეჟიმს მიზნად ჰქონდა, თავისი ძალადობრივი ოკუპაცია განემტკიცებინა. აბსოლუტურად გასაგებია, მაცხოვრის დატუსაღების ჟამს რის გამო გახდნენ მეგობრები პილატე და ჰეროდე: ორივეს მიზნის რეალიზება მხოლოდ იესო ქრისტეს სიკვდილით იყო შესაძლებელი და აქ იჩენს თავს ქრისტიანობის საიდუმლოს დიდებულება: იესოს მიზნის მისაღწევადაც იესოს სიკვდილი იყო საჭირო. საოცარია.... არასოდეს ისე მარტო არ იყო იესო ნაზარეველი, როგორც მაშინ, როდესაც ხალხით გარშემორტყმული შედიოდა იერუსალიმში და დიდებით მიაცილებდნენ მას.... მხოლოდ მან იცოდა, რომ იუდეის მარიონეტ და რომის საოკუპაციო ხელისუფლებას ის მიზნის მიღწევის ყველა საშუალებას მისცემდა... ის ხომ ამ დიდებას სიკვდლისათვის იღებდა. დიდებასა და პატივს ეძებდნენ იუდეის სამღვდელოება და ხელისუფლება და ამ პატივის კვარცხლბეკზე იდგა რომის ხელისუფლებაც. ორივე წარმომადგენლისათვის დიდება სასურველი იყო სიკვდილის გარეშე. მხოლოდ იესოს დიდება გულისხმობდა უცილობელ სიკვდილს. ეს ყველა ქრისტიანს უნდა გვახსოვდეს: ერთადერთი დიდება არ არის საშიში ადამიანისათვის - დიდება, რომელსაც მოაქვს სიკვდილი! ბზობას გილოცავთ....

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა