არგენტინული ალფახორები არომატული,ნაზი,...

არგენტინული ალფახორები

არომატული,ნაზი, ფხვიერი,პირში დნება ისეთია❤️❤️

150 გრ დარბილებული კარაქი 115 გრ შაქრის პუდრა 150 გრ ფქვილი 225 გრ სიმინდის სახამებელი 3 კვერცხის გული 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი 1 1/2 ჩ.კ კონიაკი ლიმონის ცედრა 3/4 ჩ.კ სოდა 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი

გულსართი 300 გრ მოხარშული შესქელებული რძე ქოქოსის ფანტელი

გავთქვიფოთ კარაქი დავუმატოთ შაქრის პუდრა გავაგრძელოთ თქვეფა.დავუმატოთ კვერცხის გული შემდეგ ლიმონის ცედრა,ვანილის ესენცია და კონიაკი.კარგად რომ გაითქვიფება ვუმატებთ ნელ ნელა გაცრილ ფქვილს,სახამებელს,სოდას და გამაფხვიერებელს.ამ პროცესს ვაკეთებთ ნელ სიჩქარეზე.ცოტახანიც მოვზელთ სანამ ერთიან მასად არ შეიკვრება.დაგმოვიღეოთ და შევახვიოთ სამზარეულოდ ცელოფანში.დავასვენოთ 20 წუთით მაცივარში გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ 6მმ.გამოვჭრათ 5 სმ რგოლით.გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 150 გრადუსზე ჰაერის რეჟიმზე 12 წუთით.პეჩენიები უნდა გამოშრეს და უნდა ქონდეს თეთთი ფერი.არ უნდა გაწითლდეს. უკვე ცივს ვუსმევთ მოხარშულ შესქელებულ რძეს და ძირებს ვაერთებთ.წავუსვათ გვერდებზეც ცოტა და ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში.

გამოდის 25 ცალი

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა