არ ვიცი, ჩემო ერო და ბერო...

არ ვიცი, ჩემო ერო და ბერო! რა სიტყვებითღა უნდა მოგმართოთ რომ, ყველა ერთ აზრზე დავდგეთ ქართველობა და საქართველო გადავარჩინოთ უფსკრულის გზაზე დამდგარი, დაღუპვისაგან?! (ვისაც ეს, დღეს არ ესმის და ვერ გრძნობს... მათგან გამოხმაურებას არც ველი) განა, რა დაგვწყევლა, შაჰ- აბასმა მრავალი საუკუნის წინ რომ, მაინცდა მაინც მეფე დავითი დაგვჭირდა, ურჩი თავადაზნაურობის თავების დასაყრელად, ან სტალინის მკაცრი ბრძანება (რომელსაც, ბევრი უდანაშაულო შეეწირა...) ერის მოღალატეთა დასახვრეტად?! რამდენადაც გამიგონია, "უდანაშაულო წყევლა, მაწყევარს მისდის"-ო! ჰო და, ჩვენ, რა დავაშავეთ ასეთი ღვთისა და სხვა ერების წინაშე რომ, ეს წყევლა ვერ ავიცილეთ დღემდე და ვერ გავერთიანდით??? დავიღალე, ამის ქადაგით რომ, ქართველი ერი თუ არ გავ ერთ იანდებით და არ გავ ერთ მთლიანდებით, უფლის გზისკენ მავალი გზის ქვეშ, გადაშენება და მიწასთან გასწორება, არ აგვცდება!!! (ჩვენნაირი ერები ყოფილან, დღეს რომ აღარ არიან?) ძალიან თვითდაჯერებულები და თვით დარწმუნებულებიც ნუ ვიქნებით იმაში რომ, როგორც ვამბობთ ხოლმე: " ღვთისმშობლის წილ კურთხეულ მიწაზე ვცხოვრობთ და ღმერთი არ გაგვწირავს"-ო! თუ ჩვენ, ღმერთი არ გვწამს, ან გვწამს ფარისევლად, გვწამს და ხან და ხან მომენტებში, რაღაცის მაინც გვეშინია... ე.ი. უფალს ბოლომდე გულის კარს არ ვუხსნით, ბოლომდე მაინც არ გვწამს... ვის, ვის და ღმერთს ვატყუებთ??? და ამის მერე გვინდა რომ, უფალმა არ გაგვწიროს??? ამაზე, ხომ ყველაა თანახმა ( გარდა ათეისტებისა) რომ, სამყარო უფლის შექმნილია??? მეცნიერებმაც კი დაყარეს ფარ-ხმალი, ვინც ამტკიცებდა რომ, ჩვენი წინაპარი მაიმუნი იყო (დღემდე, ვერც ერთ მაიმუნს, სიტყვა " გამარჯობა" ვერ ათქმევინეს), ჰო და თუ ყველას გვწამს რომ, ეს სამყარო უფალმა შეჰქმნა ადამიანთათვის, ანუ ღვთის შვილებისათვის, განა დაუშვებს რომ, მ ო რ ჩ ი ლ ი შვილები განსაცდელში მოხვდნენ??? ვენდოთ უფალს ბოლომდე და შემოვუშვათ იესო ჩვენს სულში და დავრწმუნდებით რომ, უფალი ჩვენთან იქნება ამ სამყაროშიც და იმ ქვეყანაზეც, ვისაც დღეს კიდევ იმ ქვეყნიურისა, არაფერი გჯერათ!!! მე, არც ღვთის მსახური ვარ, არც მამაო და მღვდელი და ეკლესიაშიც შეძლების და გვარად, კვირაში ერთჯერ, სანთლის დასანთებად ( ამასაც ვერ ვახერხებ ყოველთვის) შევდივარ, აქედან გამომდინარე, რა უფლება მაქვს, თქვენ გიქადაგოთ რომ, ეკლესიურად იცხოვრეთ- თქო?! მაგრამ სულ ელემენტარული, სიბოროტე, შური, ღვარძლი, ამპარტავნობა, ყოყოჩობა და თავმომწონეობა, სხვაზე ზემოდან ცქერა და მოყვასის სიძულვილი, სხვისი დაცინვა და აბუჩად აგდება, ქართული "მე", ხომ შეიძლება დავგმოთ?! არც იმისკენ მოგიწოდებთ რომ, ლოცვაში და მუხლებით ჩოქვაში გადავიტყაოთ ტანზე კანი-თქო( თუმცა დროულად და პერიოდულად ესეც საჭიროა!) არის ასეთი თქმულება: ზღვაში ნავით შესული კაცი, ღმერთს ევედრებოდაო: "ღმერთო! მიშველეო!", ღმერთმა ზეციდან ჩამოსძახა: "ნიჩბებს ხელი მოჰკიდე, მოუსვი და მეც გიშველიო!" ჰოდა, ჩემო ერო და ბერო! ჩვენი ნიჩბები, 21-ე საუკუნეში, როცა იდეოლოგიურად გვებრძვიან! არც ხმალია და არც ტანკი, არამედ წიგნი, ნიჭიერება, გონიერება, ღვთისნიერება და გაერთიანებაა!!! სხვა ნიჩაბი დღეს ჩვენ, არ გვიშველის!!! ოხრად დაგრჩებათ, ჩემო პარლამენტარებო! მთავრობის ჩინოვნიკებო! ოლიგარქებო! ბიზნესმენებო თუ რიგითო, გაქსუებულნო მიკიტნებო! თქვენი, ყველა( თქვენ რომ თვლით, სამართლიანად და სინამდვილეში უსამართლოდ!) შენაძენი ავლა-დიდება, თუ უფლის გზას არ დაადგებით!!! ერო და ბერო: ვინც ასაკში მონათლულხართ, ან სხვის ნათლობას, ზრდასრულ ასაკში დასწრებიხართ, ხომ მოგისმენიათ მამაოსგან (ახლა, არ დამიწყოთ, რა ხდება დღეს ეკლესიაში, ვერ ხედავ-ო?! ხომ ხედავთ, ეკლესიაშიც შეაღწია ეშმაკმა?...): განაგდებთ ეშმაკს და სატანას? ჰოდა, თუ თავის დროზე ვერ შეძელით? ახლა მაინც, სძლიეთ ეშმაკსა და სატანას, შეუშვით სულში და გულში უფალი, იესოს სახით! ჩვენი საქმეც წინ წავა და საქართველოც გაერთიანდება, გაბრწყინდება, აღორძინდება!!! ყველაფერი, ჩვენს ხელშია!!!

    1. 2017წ. იუბელა.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა