100 % ჭვავის პური ბუნებრივი...

100 % ჭვავის პური ბუნებრივი საფუარით

ავიღოთ საღამოს 9 საათზე 10 გ ჭვავის საფუარი 85 გ ჭვავის ფქვილი სერი 85 გ თბილი წყალი ვურევთ კარგად ამ ყველაფერს,ვაფარებთ თავზე ცელოფანს და ვტოვებთ დილამდე

დილით 8/9 საათზე პირველი გამოკვებილი საფუარი 180 გ 180 გ ჭვავის ფქვილი სერი 180 გ თბილი წყალი

ავურიოთ კარგად და ისევ დავდგათ გასაფუებლად.თავზე ვაფარებთ. სადღაც პირველ საათზე უნდა დამეწყო ბოლო ცომის გამზადება მაგრამ რადგან ვმუშაობდი და დრო არ მქონდა შევდე მაცივარში უკვე კარგად ქონდა ბუშტები გაკეთებული.6 საათზე გამოვიღე მაცივრიდან და მოვამზადე ბოლო ცომი

მეორედ გაკეთებული ფერმენტი 490 გ 490 გ ჭვავის სერი ფქვილი 520 გ წყალი 40 გ თაფლი 16 გ მარილი თუ გინდათ საფუარი 5 გრ.მე არ მიქნია

ვურევთ ყველაფერს ერთად.სანამ კარგად არ აიზილება.ცომი არის საკმაოდ თხელი.გადავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ 10 წუთით. სველი ხელით ამოვიღოთ და ჩავდოთ ცხომმოსმულ ყალიბში.მე 20 სანტიმეტრიანი ყალიბები მაქვს და ორი პური გამომივიდა.750 გრამიანი.ვუსწორებთ კარგად სველი ხელით ზედაპირს და მერე თავზე ვაყრით ჭვავის ფქვილს.და დავდოთ თბილ ადგილას.ღუმელში 30 გრადუსზე.ჩემსას მოუნდა 2 საათი რომ ამოსულიყო.რომ ამოვა და თავზე დასკდება ფქვილი,უკვე მზად არის გამოსაცხობად.გავახურე ღუმელი 250 გრადუსზე.პირველი 10 წუთი ორთქლის რეჟიმი.და დანარჩენი 40/45 წუთი 200 გრადუსზე ცხვება.თერმომეტრი თუ გაქვთ 98 გრადუსი უნდა იყოს პურის გული.გადმოვიღოთ ყალიბიდან და რომ გაცივდება შევფუთოთ სამზარეულოს ნაჭერში.ჩაის ტილოში.მეორე დღეს ვჭრით.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა