10 ხერხი გემრიელი ცივი ყავის...

10 ხერხი გემრიელი ცივი ყავის მოსამზადებლად

პიტნის და შოკოლადის ყავა თქვენ დაგჭირდებათ:

300-350 მლ მაგარი ყავა 30-50 მგ მწარე შოკოლადი 2-4 მაგიდის კოვზი პიტნის სიროფი 100 გრ ნაყინი ყინული მომზადების წესი:

აადუღეთ ყავა, დაადნეთ შიგნით შოკოლადი. გააციეთ და დაამატეთ ნაყინი, პიტნის სიროფი და ყინული, მოათავსეთ ბლენდერში. სუფრაზე მიტანისას დაუმატეთ კიდევ ნაყინი და მორთეთ.

კოფეინის სმუზი თქვენ დაგჭირდებათ:

250 მლ უკვე ადუღებული და გაციებული ყავა ესპრესო ბანანი 250 მლ იოგურტი 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი 1/2 მაგიდის კოვზი კაკაოს ფხვნილი მომზადების წესი:

დაჭყლიტეთ ბანანი, დაუმატეთ იოგურტი და ათქვიფეთ. დაამატეთ ყავა და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. დაუმატეთ კაკაო და დარიჩინი გემოვნებით.

რძე ყავის ყინულებით თქვენ დაგჭირდებათ:

5 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა 5 ჩაის კოვზი შაქარი ვანილი 250 მლ მდუღარე წყალი 250 მლ რძე მომზადების წესი:

შაქარსა და ყავას დაასხით მდუღარე, მოურიეთ. დააცადეთ გაციება და დაამატეთ ვანილი. ჩაასხით ყინულის ფორმაში. გაყინეთ, შემდეგ ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით ცივი რძე. მოათავსეთ მაცივარში 10-15 წუთით.

ლავანდას ცივი ყავა თქვენ დაგჭირდებათ:

100 მლ ნაღები 1,5 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა 100 მლ წყალი 1 ჩაის კოვზი შაქარი 0.5 ჩაის კოვზი ლავანდის მშრალი ფოთლები ყინული მომზადების წესი:

ყავას დაუმატეთ ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მოაშორეთ ცეცხლისგან. ყავის საფქვავში შეურიეთ შაქარი და ლავანდა. დაუმატეთ ეს მასა ყავას და მოურიეთ. შეურიეთ ნაღები. მიიყვანეთ ადუღებამდე. მოურიეთ მიქსერით ფხვიერ ქაფამდე. დაუმატეთ ყინული.

რძიანი კოქტეილი ყავით თქვენ დაგჭირდებათ:

1 ჭიქა ყავა ყინულით 1 ჭიქა რძე 2 ჭიქა ყავის ნაყინი 2 ჭიქა ვანილის ნაყინი 4 ყინულის ცალი კუბი დარიჩინი, შაქარი- გემოვნებით მომზადების წესი:

ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და აცადეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სუფრაზე მიტანამდე დაასველეთ ჭიქის კიდეები და ერთმანეთში შერეული შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ.

იამაიკური ყავა ყინულით თქვენ დაგჭირდებათ:

30 გრ მუქი რომი 30 გრ ყავის ლიქიორი 3 მაგიდის კოვზი ათქვეფილი ნაღები 120 გრ შავი ყავა ყინული და პიტნა გაფორმებისთვის მომზადების წესი:

შეიქერში შეურიეთ ლიქიორი, ყავა რომი და ათქვეფილი ნაღები. მოათავსეთ ჭიქებში და მორთეთ პიტნით. დაუმატეთ ყინული.

ცივი კაპუჩინო თქვენ დაგჭირდებათ:

1 ჭიქა რძე 1 მაგიდის კოვზი შოკოლადის სიროფი 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა (ფვნილი) 2 ცალი ყინული შაქარი დარიჩინი მომზადების წესი:

ბლენდერში მოათავსეთ რძე, შოკოლადის სიროფი, ყავა და ყინული.მიიყვანეთ აქაფებამდე. შაქარი გემოვნებით. მორთეთ დარიჩინით.

ყავა ყინულებით ტაილანდურად თქვენ დაგჭირდებათ:

4 ჭიქა მოდუღებული მაგარი ყავა 2 ჭიქა ნაღები 3-4 ჭიქა შესქელებული რძე 3 მაგიდის კოვზი შაქარი 2 ჩაის კოვზი კარდამონი 1/4 ჩაის კოვზი დაფშხვნილი ნუში ყინული მომზადების წესი:

დადგით ქვაბი პატარა ცეცხლზე. დაუმატეთ ნაღები, შაქარი და კარდამონი. როგორც კი ნაღები დაიწყებს დუღილს, გამორთეთ. გააციეთ 15 წუთით, ქვაბს ეხუროს სახურავი. დაუმატეთ ნუში. ჭიქებში ჩაყარეთ ყინული და ჩაასხით მასა. დაუმატეთ ყავა.

ყინულოვანი ფორთოხლის ყავა თქვენ დაგჭირდებათ:

2 ფორთხლისგან გამოწურული წვენი 1 ჭიქა წყალი ფორთოხლის ცედრა 1 ჭიქა შაქარი 4 ჭიქა ცივი ყავა (6 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა 4 ჭიქა წყალზე) მომზადების წესი:

მოათავსეთ ცედრა ქვაბში შაქართან და წყალთან ერთად. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მოაშორეთ ცედრა და გააციეთ სიროფი. ფორთოხლის წვენი შეურიეთ ყავას და მიღებულ სიროფს. ჩაასხით ჭიქაში და დაუმატეთ ყინული.

“ინ-იანი”- ცივი ყავა-ჩაი თქვენ დაგჭირდებათ:

შავი ჩაის 3 სახეობა (1/2 ჩაის კოვზი სათითაოდ) ყავა ფილტრისთვის 1 ქილა კონცენტრირებული რძე შაქარი- გემოვნებით ყინული მომზადების წესი:

მოადუღეთ ჩაი. აიღეთ პატარა ქვაბი 1/2 ლ წყლით. დაამატეთ ჩაის 3 სახეობა და აადუღეთ 5 წუთი. პარალელურად აადუღეთ ყავა. ჩაის დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და რძე. ჭიქაში ჩაასხით რძიანი ჩაი, ზევიდან ყავა და დაამატეთ ყინული.

უპასუხე ამ თემას

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს და სხვა თრექინგ ტექნოლოგიებს, რათა განასხვავოს ინდივიდუალური კომპიუტერები, მოგაწოდოთ თვქვეზე მორგებული პერსონალური მომსახურება, ასევე საიტი ანხორციელებს ანალიტიკურ და სტატისტიკურ გამოთვლებს და თქვენს ინტერესს არგებს შესაბამისი შინაარსის მასალებს და რეკლამებს. ეს საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილებს. თუ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩავთვლით რომ თქვენ ეტანხმებით საიტის პირობებს და მიმდინარე პარამეტრებს, მაგრამ პარამეტრების შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერ დროს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: კონფიდენციალურობა და ფუნდამენტური პოლიტიკა